FM97.5 / LIVE

რაში ადანაშაულებს ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
ნინო ბურჯანაძის ახალციხის საარჩევნო შტაბის წევრები აცხადებენ, რომ ახალციხის ციხის დირექტორმა გუჯა ბიჭაშვილმა ბურჯანაძის სარეკლამო პლაკატები ჩამოხია.

რაში ადანაშაულებს ბურჯანაძის შტაბი ახალციხის ციხის დირექტორს
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ახალციხის საარჩევნო შტაბს რამდენიმე დღის წინ გაკრული ბურჯანაძის სარეკლამო პალაკატები დღეს, 14 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა ახალციხეს ნინო ბურჯანაძე სტუმრობს, ჩამოხეული დახვდა.

ერთ-ერთი, ვისაც ბურჯანაძის შტაბის წევრები პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებენ, ახალციხის ციხის დირექტორი, გუჯა ბიჭაშვილია. შეგახსენებთ, რომ ბიჭაშვილი საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ წევრი იყო. მიმდინარე წლის მარტში კი აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა.

გუჯა ბიჭაშვილი აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ სისულელეებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

„როგორ შეიძლება ყველა სისულელეზე ვისაუბროთ. დღეს ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ნუ დარჩებით ძველ დროში, ეგ არის სისულელე, აბსურდი“, - განაცხადა ბიჭაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, პლაკატების ჩამოხევაში ბურჯანაძის შტაბი "ოცნების" აქტივისტებსაც ადანაშაულებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
#35 აწყურის უბანზე დაძაბულობაა
ახალციხის ციხის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
ბურჯანაძის შტაბი: 'ახალციხეში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს'
#35 აწყურის უბნის თავმჯდომარე გუჯა ბიჭაშვილის ბრალდებას პასუხობს