FM97.5 / LIVE

ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დღეს ახალციხეს სტუმრობდა. „არ შეიძლება ცოლი, ქმარი და ქვეყნის პრეზიდნეტი სხვისი რჩევით აირჩიო“, - განაცხადა ბურჯანაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'
ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებთან, ნინო ბურჯანაძე დაახლოებით 15:30 საათისთვის მივიდა. აქ მას არა მხოლოდ ახალციხელი, ადიგენელი და ახალქალაქელი მხარდამჭერებიც ელოდნენ.

ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'შეკრებილ მოსახლეობას ჯერ „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა მიმართა: „გაიხსენეთ ჩვენი პატრიარქის სიტყვები - დაფიქრდით და ღირსეულს და საუკეთესოს მიეცით თქვენი ხმაო. ეს არის მრავალმნიშვნელოვნად ნათქვამი სიტყვები. სწორედ ახლა უნდა გააკეთოთ თქვენ ის არჩევანი, რომელიც სჭირდება საქართველოს, მავთულხლართებიდან დაწყებული, გაჭირვებული ხალხით დასრულებული. გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ადამიანი გვჭირდება დღეს ქვეყნის სათავეში და ასეთ არის ნინო ბურჯანაძე“.

ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'ბურჯანაძემ ამომრჩევლებს სვეტიცხოვლობა მიულოცა და უსურვა ისეთ გამთლიანებულ საქართველოში ეცხოვროთ, როგორიც ეს თამარის მეფობის დროს იყო. მან თავის გამოსვლაში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ის ნამდვილად ჭკვიანი, განათლებული ადამიანი და კარგი ბიჭია, თუმცა მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის. რამდენჯერმე მოვიწვიე მარგველაშვილი ტელედებატებში და ჩემთან კამათს მოერიდა. ის ჩემთან ვერ ჯდება სასაუბროდ და პუტინს დაელაპარაკება?!“

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მაშინ შეცდა, როცა განაცხადა, რომ ისევე უნდა ენდოს ხალხი მარგველაშვილს, როგორც მას ენდობა: „არ შეიძლება ცოლი, ქმარი და ქვეყნის პრეზიდნეტი სხვისი რჩევით აირჩიო“.ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'

მან წლების განმავლობაში არსებულ ტერორზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში არათუ როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც მოქალაქე, ჩამოსვლას ერიდებოდა. რადგან შესაძლოა, ჭირში მისვლის შემთხვევაშიც კი, თუ მას ვინმე ამ რეგიონში ხელს ჩამოართმევდა, პრობლემები შექმნოდა.

ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'მისი განცხადებთ, მას შემდეგ, რაც ქვეყანის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, არაფერი შეცვლილა. ამიტომ იგი ამომრჩეველს ცხოვრების გაუმჯობესებას და პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანას, ასევე, მავთულხლართების აღებას დაჰპირდა. ამ და სხვა დაპირებების მოსმენის შედეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბურჯანაძე ახალციხეში ერთ საათზე მეტ ხანს გაჩერდა. ახალციხემდე ბურჯანაძე ხაშურელ ამომრჩეველს შეხვდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'
ბურჯანაძის შეფასებით, მერაბიშვილი 'სანატორიუმში დასასვენებლად წამოგორებულს' ჰგავს
ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’
ნინო ბურჯანაძე  ჯავახეთში მცხოვრებლებს საბჭოთა პერიოდის გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა
ახალქალაქის სამი უბნის მონაცემებით, არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სამცხე-ჯავახეთში