FM97.5 / LIVE

ბურჯანაძის შეფასებით, მერაბიშვილი 'სანატორიუმში დასასვენებლად წამოგორებულს' ჰგავს

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
"როგორ ვერ უნდა მოახერხო ხელისუფლებამ, ერთი ნორმალური ბრალდება დაუდო წინ [მერაბიშვილს], რომ ფეისბუქით ციხიდან ყოველდღე არ გვეხმაურებოდეს, გეგონება სანატორიუმშია დასასვენებლად წამოგორებული“, - ვანო მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩამოსული ნინო ბურჯანაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავების საკითხსაც შეეხო.

ბურჯანაძის შეფასებით, მერაბიშვილი 'სანატორიუმში დასასვენებლად წამოგორებულს' ჰგავს
„კარგია, რომ აშენდა ციხე, მაგრამ რის ფასად?! უამრავი რამ აშენდა საბჭოთა კავშირში 30-იან წლებში, გიგანტური ქარხნები და ჰესები, მაგრამ რის ფასად?! მილიონობით ადამიანის მონური შრომის ფასად. შრომას ფასი მაშინ აქვს როდესაც ამას ადამიანების ღირსება, ოჯახები და ბედი არ ეწირება“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ მიერ წართმეული წილების გადაფორმებითაა დაკავებული და არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ვინმე დასჯილიყო.

„აბსოლუტური უსუსურობაა პროკურატურაში. თუ ვანო მერაბიშვილს იმის მეტი დანაშაული არაფერი აქვს, რომ სოციალურ აგენტებს ფული მისცა ბიუჯეტიდან, მაშინ ის არ უნდა იჯდეს ციხეში, - აცხადებს ბურჯანაძე და ამატებს, - ადამიანს, რომელსაც დატერორებული ჰყავდა მთელი საქართველო, რომელმაც 26 მაისი დაგეგმა, ისე, რომ წინასწარ ჰყავდა ადამიანები განწირული ჩასახოცად, რომლის სინდისზეცაა გახმაურებული მკვლელობები, როგორ ვერ უნდა მოახერხო ხელისუფლებამ, ერთი ნორმალური ბრალდება დაუდო წინ, რომ ფეისბუქით ციხიდან ყოველდღე არ გვეხმაურებოდეს, გეგონება სანატორიუმშია დასასვენებლად წამოგორებული“.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე მესხეთს დღეს სტუმრობდა. დღესვე მან განაცხადა, რომ ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურა რომ წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, რადგან, 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის. ბურჯანაძე ამომრჩეველს დაპირდა, რომ "დასავლეთთანაც შევინარჩეუნებთ კარგ ურთიერთობას და აღვადგენთ ურთიერთობებს რუსეთთანაც".

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'
ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'
ბურჯანაძემ ახალციხეში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს დაუთმო
ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’
ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ნინო ბურჯანაძე  ჯავახეთში მცხოვრებლებს საბჭოთა პერიოდის გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა
ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს