FM97.5 / LIVE

ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’

მთავარიპოლიტიკა 14.10.2013
რა მიაჩნია ბურჯანაძეს „ქართული ოცნების“ “მოტანილ სიკეთედ” და რას უწუნებს იგი მოქმედ ხელისუფლებას; მთავარი შეცდომა, რომელიც ბურჯანაძის აზრით ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა.

ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’
„ოცნების“ სიკეთე და ივანიშვილის შეცდომა

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანიდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს, 14 ოქტომბერს, მესხ ამომრჩეველთან გამოსვლისას საუბარი „ქართული ოცნების“ კრიტიკით დაიწყო. თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ქვეყანაში გასული წლის პირველ ოქტომბერს მოხდა.

„წელიწადნახევრის წინ თქვენთან შეხვედრა არ შემეძლო. ასე რომ მოვქცეულიყავი, ამ შეხვედრის შემდეგ ან ნარკოტიკს გინახავდნენ ჯიბეში და ან იარაღს, ან შვილს დაიჭერდნენ, ან მამას, ან სამსახურიდან გამოგაგდებდნენ. დღეს ეს ასე აღარაა და ამიტომ ეს ნამდვილად დასაფასებელია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა პრეზიდენტობის კანიდადატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა და თქვა, რომ ისე უნდა ენდოს ამომრჩეველი მარგველაშვილს, როგორც მას ენდობიან: „ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ, მისი ხათრით პრეზიდენტს ნამდვილად ვერ ავირჩევთ“.

ფორმულა, რომელიც ხელფასების რაოდენობას დაარეგულირებს

ბურჯანაძემ ყურადღება ხელფასებისა და პენსიების რაოდენობაზეც გაამახვილა. მას მიაჩნია, რომ დაუშვებელია მინისტრის ხელფასი 50-ჯერ მეტი იყოს მასწავლებლის ხელფასზე. ამიტომ უნდა შედგეს ფორმულა ისე, რომ მინისტრის ხელფასი მიბმული იყოს პენსიაზე და საარსებო მინიმუმზე.

„დღეს ათასობთ ოჯახს გამოსახლება ელოდება საბანკო ვალების გამო, არავინ ამბობს, რომ ბანკები უნდა დავაქციოთ, მაგრამ, როდესაც ბანკებში ხელფასების რაოდენობა 10 და 13 ათასი ლარია, ეს მახინჯი სისტმა უნდა მოიშალოს. 13 ათასი ლარი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მთელი წელი არ აქვს შემოსავალი“, - განაცხადა ახალციხეში ვიზიტად მყოფმა ნინო ბურჯანაძემ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბურჯანაძემ ახალციხეში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს დაუთმო
ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'
ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'
ახალციხის ოლქში ორ უბანზე ბაქრაძეს ბურჯანაძემ აჯობა
ბურჯანაძის შეფასებით, მერაბიშვილი 'სანატორიუმში დასასვენებლად წამოგორებულს' ჰგავს
ნინო ბურჯანაძე  ჯავახეთში მცხოვრებლებს საბჭოთა პერიოდის გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა
ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'