FM97.5 / LIVE

‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.11.2019
დღეს, 20 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა, ასევე სახალხო დამცველის აპარატმა, თანასწორობისა და ტოლერანტობის კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა უწყების საქმიანობასა და მანდატს თანასწორობის მიმართულებით, ასევე სტუდენტებს ვაჩვენეთ ვიდეოები, რომლებიც მომზადდა კამპანიის ფარგლებში და შეეხება თანასწორობასა და ტოლერანტობას“, – ამბობს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელი ნინო გობრონიძე

„ჩვენს რეგიონში ხშირად არ გვაქვს შესაძლებლობა რამდენიმე უწყების წარმომადგენელს მოვუსმინოთ ასეთ მნიშვნელოვან თემებზე, ვინაიდან სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს თანასწორობის დაცვის მიმართულებით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას ხელი შევუწყოთ“ - ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სალომე ყულჯანიშვილი.

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“, ევროპის საბჭოს ინიციატივით საქართველოში პირველად ხორციელდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება საქართველოს მასშტაბით სადაც ახალგაზრდებს, საჯარო მოხელეებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსა და ჯგუფის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის მნიშვნელობასა და არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე.

კვირეულის ფარგლებში შეხვედრები ტარდება როგორც თბილისში ისე რეგიონებში.

‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს
ქეთევან ციხელაშვილმა სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია გახსნა
განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს
სახალხო დამცველის აპარატმა უსაფრთხო სათამაშოს შესახებ კამპანია დაიწყო
სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალციხეში იმსჯელეს