FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველის აპარატმა უსაფრთხო სათამაშოს შესახებ კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2017
საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იწყებს საინფორმაციო კამპანიას – „უსაფრთხო სათამაშო“.

სახალხო დამცველის აპარატმა უსაფრთხო სათამაშოს შესახებ კამპანია დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

"სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება – მაშინ, როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განხორციელებას", – აცხადებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

ომბუდსმენის ცნობით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.

„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისათვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში", – აცადებს უჩა ნანუაშვილი.

საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 9 მარტს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას.

"მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა იზიარებს რეკომენდაციას, თუმცა არსებული რეგულაციების დირექტივასთან დაახლოება დროულად უნდა მოხდეს.

სახალხო დამცველის კამპანიას შემოუერთდნენ ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანასა და გავრცელებას საქართველოში; დაფუძნდა ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშო“ და მიღწეულ იქნა შეთანხმება ძირითად პრინციპებზე. სახალხო დამცველის აპარატი ასევე, აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან, რომელიც აქტიურადაა ჩართული სათამაშოების უვნებლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საზოგადოებას კამპანია „უსაფრთხო სათამაშოს“ შესახებ ინფორმაცია გააცნო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
სახალხო დამცველის აპარატმა ანის სკოლის საქმის შესწავლა დაიწყო
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
ახალციხეში სათამაშოების მაღაზია გაიხსნა ®
ვიდრე რეგულაციები ამოქმედდება – საფრთხეები, რომელსაც შეიცავს სათამაშოები
საქართველოს სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს
არასასურსათო პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა - კვლევის შედეგები