FM97.5 / LIVE

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალციხეში იმსჯელეს

მთავარისიახლე, სამართალი 27.02.2019
დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, ამ თემებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართა.

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალციხეში იმსჯელეს

დღეს, 27 თებერვალს, სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას პროკურატორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ დისკრიმინაციაზე, სიძულვილის ენასა და ამ მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, დამსწრეებს ის სამართლებრივი მექნიზმები გააცნეს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ხორციელდება.

უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე აქტიურად მუშაობენ და დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ კანონიც გამკაცრებულია. მათივე თქმით, ხშირია შემთხვევბი, როდესაც მსხვერპლი მის მიმართ ჩადენილ დანაშაულს მალავს ან გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან დისკრიმინაციასა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურორმა გიორგი აღლემაშვილმა ისაუბრა.

"მსგავსი დანაშაულის პრევენციისათვის პროკურატურა არაერთ შეხვედრასა თუ ტრენინგს აწყობს, თუმცა ერთ–ერთი პრევენციის გზა მსგავს დანაშაულებზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა, რაც სხვებისთვის შემაკავებელი ხდება. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ამ მიმართულებით სპეციალურად ტრენინგ გავლილი პროკურორები მუშაობენ", – ამბობს გიორგი აღლემაშვილმა.

პროექტს "დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ევროპის საბჭოს ოფისი ახორციელებს. რომლის მიზანსაც ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას ისახავს საკუთარი უფლებების შესახებ. პროექტი 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალციხეში იმსჯელეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო
პროკურატურის შეხვედრა პირველი სკოლის უფროსკლასელებთან
‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში
გამკაცრებული სასჯელი
ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა

ახალი ამბები – 28 თებერვალი [Audio]