FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, გამოწვევებსა და სექსუალური შევიწროების დაფარულ ფორმებზე. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ სექსუალური შევიწროების დეფინიციას, ესაუბრათ პრობლემის შესაძლო მიზეზებსა და შედეგებზე. გაეგოთ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის გამოცდილება და პრაქტიკაში არსებული შემთხვევები.

აგრეთვე, დიდი დრო დაეთმო საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით შექმნილი სექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონული კურსის გაცნობას.

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აქტიურად განაგრძობს საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მოსახლების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას.

[sknew.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები  განსაკუთრებით პრობლემურია
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო
შსს: 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მართლწესრიგის ოფიცრების გადამზადება დაიწყო
პარლამენტმა სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონი დაამტკიცა
'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი