FM97.5 / LIVE

ქეთევან ციხელაშვილმა სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია გახსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.11.2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საინფორმაციო კამპანია გახსნა. შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა, კამპანიის დეტალებზე ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილმა სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია გახსნა
საინფორმაციო კამპანია, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით, რეგიონში ექვს ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გასტანს.

მის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა „დანერგე მომავალი“, კოოპერატივების შექმნის მექანიზმები და სარგებელი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები; პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, აგროკრედიტითა და აგროდაზღვევით სარგებლობის წესები და შესაძლებლობები და სხვ. თემატური შეხვედრები, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ჩატარდება ქართულ-სომხურ ენებზე.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ მოსახლეობა, სხვადასხვა სოფელში, ინფორმაციას მიიღებს ყველა იმ სერვისზე, სარგებელზე, პროგრამაზე, რასაც სახელმწიფო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის მიმართულებით სთავაზობს.

„ჩვენი ამოცანა ის გახლავთ, რომ ხალხმა საჭირო ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის მშობლიურ ენაზე, ჩაერთოს და ისაგრებლოს, რადგან ჩვენი პოლიტიკა მოქალაქეების თანასწორობასა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მაქსიმალურ ჩართულობას ეფუძნება. ჩართულობა კი ინფორმირებით იწყება. დღეს შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ინფორმაცია საკუთარ სოფლებსა და თემში მოსახლეობას უნდა მიაწოდონ. მგონია, რომ მათი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მერების წარმომადგენლები სოფლებში, დეპუტატები, სახალხო დამცველისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში
ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს [R]
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახალციხეში გაცნობითი შეხვედრა გამართა