FM97.5 / LIVE

განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

მთავარისიახლე, განათლება 17.10.2019
განათლების სამინისტრო მოუწოდებს, 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ ესეების კონკურსში, თემაზე მრავალფეროვნება და თანასწორობა საქართველოში.

განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სთავაზობენ საქართველოს სკოლებს, საკუთარ კლასებში მოაწყონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხების გარშემო დისკუსიები; ასევე, იწვევენ 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ ესეების კონკურსში, თემაზე მრავალფეროვნება და თანასწორობა საქართველოში.

ესეების კონკურსი ემსახურება კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ეგიდით ტარდება.

ესეს თემა

მე ვირჩევ თანასწორობას, იმიტომ, რომ...?

თემა უნდა განვითარდეს დღევანდელ საქართველოში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის ირგვლივ და ემყარებოდეს ავტორის პირად გამოცდილებასა და თვალსაზრისს ან/და საქართველოს ისტორიას, ლიტერატურასა და კულტურას.

მონაწილეობის პრინციპი

ესე უნდა დაიწეროს ქართულად
მაქსიმალური მოცულობა 1000 სიტყვა.

ნამუშევრები მოწოდებული უნდა იყოს ელ-ფოსტით, MS Word ფორმატში, 12 pt ზომის (ნებისმიერი ფონტის შემთხვევაში), შავი ფონტით, სტრიქონებს შორის ორმაგი დაშორებით, დანომრილი გვერდებით.

გთხოვთ, თქვენი ესე გამოგზავნოთ 2019 წლის 30 ნოემბრის შუაღამემდე, საქართველოს დროით, რაც ესეს მიღების ოფიციალური ბოლო ვადაა. ბოლო ვადის შემდეგ მიღებული ნამუშევრები არ იქნება განხილული.

ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს მეილზე anti-discrimination@coe.int

შეფასება

ნამუშევრები შეფასდება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლობითი ჯგუფის, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის წევრების და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.

ჯილდოები

10 საუკეთესო თემა დამუშავდება კრებულად და სკოლები და ავტორები მიიღებენ გამოცემის ასლებს.

1 x პირველი ადგილი

მასწავლებლების თანხლებით, ევროპის საბჭოში (სტრასბურგი, საფრანგეთი) ვიზიტი.

ასევე სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ პირველ ათეულში მოხვედრილ მონაწილეებს.

საავტორო უფლება

თქვენი ესეს მოწოდებით, თქვენ გვანიჭებთ ექსკლუზიურ უფლებას მსოფლიოს მასშტაბით თქვენი ტექსტის გამოცემასა და/ან გავრცელებაზე ელექტრონულ ფორმატში, ნაბეჭდი სახით ან ნებისმიერ სხვა მატარებელზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი სახელი ყოველთვის გარკვევით იყოს მითითებული ესე ტექსტში და ვიტოვებთ ტექსტში აუცილებელი სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლებას. ჩვენ არ შევიტანთ თქვენ ტექსტში მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენთან კონსულტაციის გარეშე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის
ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კონკურსი სტუდენტებისთვის
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება