FM97.5 / LIVE

გოჩა ჯეირანაშვილი ხვედელიანის საქმეზე: ‘ნებისმიერ დროს იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.11.2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს პარლამენტის წევრმა გოგა ხულორდავამ, ბორჯომის ყოფილი პოლიციის უფროსის, მამუკა ხვედელიანის მიერ, მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურების საქმე გაუხსენა. ჯეირანაშვილმა ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

გოჩა ჯეირანაშვილი ხვედელიანის საქმეზე: ‘ნებისმიერ დროს იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი'

პარლამენტის წევრს აინტერესებდა, როცა ჯეირანაშვილი პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო იცნობდა თუ არა ბორჯომის პოლიციის მაშინდელ უფროსს მამუკა ხვედელიანს, რაზეც ჯეირანაშვილმა უპასუხა, რომ არ იცნობდა და მისი მხოლოდ სახელი და გვარი იცოდა.

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანი და მისი ოთხი თანამშრომელი 2009 წლის პირველი იანვრის ღამეს მომხდარი დანაშაულის გამო დააკავეს. ბრალდების მხარის განცხადებით, მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურება, სწორედ ამ ღამეს მოხდა: ბაკურიანში ახალგაზრდებმა იჩხუბეს, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა ბაკურიანიდან ჩამოყვანილი ბიჭები ოთახებში გადაანაწილეს და აღიარებითი ჩვენების მიცემა წამებით სცადეს.

ბაკურიანში მომხდარს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებდა.

ბაკურიანში მომხდარ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გოჩა ჯეირანაშვილმა ოთხი წლის შემდეგ 2013 წლის სამ ივლისს გამოიტანა. ხუთივე ბრალდებული, მათ შორის მამუკა ხვედელიანი დარბაზიდან გაათავისუფლა.

ხულორდავას კითხვაზე მიიღებდით თუ არა იგივე გადაწყვეტილებას 2012 წლის სამ ივლისს? ჯეირანაშვილმა უპასუხა, რომ ნებისმიერ დროს იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამავე თემაზე: რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ
ხვედელიანის საქმეში ბრალდებული საპატიმროს დატოვებს
პროკურატურა კვლავ ხვედელიანის საქმეზე მუშაობს