FM97.5 / LIVE

ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.11.2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე ესაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა

მინისტრმა მიმოიხილა ნაბიჯები, რომელთაც სახელმწიფო შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით დგამს. აგრეთვე პროგრამები და პროექტები, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათგან ყოველთვის ღირებული იდეები, შეკითხვები და მოსაზრებები მოდის.

„როდესაც სამოქალაქო ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, სწორედ ახალგაზრდები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში ყველაზე მეტად მონაწილეობენ. ამაყი ვარ, რადგან ძალიან კარგად მომზადებული პროფესიონალების ახალი თაობა გვყავს, რომლებიც კარგად ფლობენ როგორც სახელმწიფო ენას, ისე მშობლიურ ენას. ჩვენი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ძალიან ბევრმა, სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიარა. პროფესიულ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგეს. სტუდენტებს ამ პროგრამებზეც ვესაუბრეთ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომლებიც დღეს მათ სახელმწიფოში იქმნება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

დღესვე მინისტრი ახალქალაქის საკრებულოს შენობაში მოსახლეობას შეხვდა, სადაც საინფორმაციო კამპანიის დაწყება დააანონსა. საინფორმაციო კამპანია, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით, რეგიონში ექვს ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გასტანს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთევან ციხელაშვილმა სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია გახსნა
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს  სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა