FM97.5 / LIVE

ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

მთავარისიახლე, განათლება 12.11.2018
დღეს, 12 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უნივერსიტეტის სტუდენტებს ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში შეხვდა.

ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს  სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა.

ლია გიგაური სტუდენტებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. მისი მოხსენების შემდეგ კი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტოლერანტობის თემაზე მოხსენებები წაიკითხეს.

„სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებულია იქითკენ, რომ ყველა ეროვნების და ყველა ერთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისთვის ქვეყანაში განვითარების თანაბარი პირობები იყოს. ჩვენი მიზანია, რომ თოთოეული ახალგაზრდა აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე, გვინდა, რომ ყველა ის სიკეთე, რომელიც სახელმწიფომ თავისი მოქალაქეებისთვის განსაზღვრა, ხელმისაწვდომი იყოს უმცირესობებისთვის“, – ამბობს გიგაური.

შეხვედრის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტოლერანტობის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.

„ჩემი თემა ეხება იმის მიმოხილვას, თუ რას გულისხმობს ზოგადად ტოლერანტობა. ასევე, აქცენტი გავაკეთე იმაზე, თუ როგორ არასაკმარისად ტოლერანტულები ვართ ადამიანები სხვადასხვა ეროვნების ხალხის მიმართ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის საშველი განათლებაშია“, – ამბობს სტუდენტი ანა არუთუნიანი.

ტოლერანტობის კვირეული საქართველოში 12–16 ნოემბერს აღინიშნება.

ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს  სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
ახალგაზრდულმა კლუბებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა
ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების პოლიტიკის დოკუმენტი ამოქმედდა
ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა
ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს