FM97.5 / LIVE

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]

მთავარი 10.10.2013
„უნიმედი-სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რა სიახლეებია განყოფილებაში და გაიზარდა თუ არა მშობიარეთა მიმართვიანობა ბოლო პერიოდში;

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]
როგორც ჩვენთან საუბარში „უნიმედი-სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების დირექტორი აცხადებს, ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელიც საკმაოდ აქტიურად უძღვება სამკურნალო პროცესებს.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რაც ამ ბოლო პერიოდში გვქონდა ისაა, რომ ჩვენი ქსელის ლაბორატორიებს ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. გარდა ამისა, ძალიან მალე ველოდებით აისო სერტიფიკატის მონიჭებასაც“, - ამბობს „უნიმედი-სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ლადო გელაშვილი.

ერთ-ერთი განყოფილება, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი ჰყავს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებაა. ვასილ ძინძიბაძე ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში უკვე ორი თვეა მუშაობს. დაწესებულებაში ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში მშობიარეთა მომართვიანობამ იმატა.

„აქამდე ოპერაციების გარკვეული ნაწილი ამ დაწესებულებაში არ კეთდებოდა, ვინაიდან შესაბამისი სპეციალისტები არ იყვნენ. დღეს კი არ არსებობს ისეთი ოპერაცია, რომელიც ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში არ კეთდება“, - ამბობს ვასილ ძინძიბაძე.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ოთხი ქვეგანყოფილებაა: სამშობიარო, ორსულთა პათოლოგია, გინეკოლოგია და ქალთა კონსულტაცია. როგორც დაწესებულებაში ამბობენ, განყოფილება ყველა საჭირო აპარატურითაა აღჭურვილი.

„დღე-ღამის ნებისმიერ საათში შეგვიძლია პაციენტს შესაბამისი მომსახურება გავუწიოთ. გვაქვს უახლესი აპარატურა და ყველაფერი, რაც მეანობა-გინეკოლოგიაში გამოიყენება“, - ამბობს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე და ამატებს, რომ ცოტა ხნის წინ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ ახალი საოპერაციო ბლოკი გამოყო, რომელიც ყველანირი აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი.

„უნიმედი-სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში თვეში საშუალოდ 50-ზე მეტი ახალშობილი ჰყავთ.

„მკაცრად განისაზღვრება საკეისრო კვეთის შემთხვევებიც. ამიტომ, მხოლოდ მშობიარეს სურვილით, თუ მას გარკვეული ჩვენებები არ აღენიშნება, საკეისრო კვეთა არ კეთდება“, - ამბობს ექიმი ვასილ ძინძიბაძე და ქალბატონებს მოუწოდებს, რომ ექვს თვეში ერთხელ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე აუცილებლად მივიდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სამედიცინო პერსონალი დაემატა (R)
„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ
მშობიარეები საკეისროს თავიანთი სურვილით ვეღარ გაიკეთებენ
„ჩემი ოჯახის კლინიკამ“ ნინოწმინდის მცხოვრებლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარა (R)
საყოველთაო დაზღვევით ახალციხეში 148 პაციენტმა ისარგებლა
„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ
ტომოგრაფიის აპარატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო