FM97.5 / LIVE

„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ

მთავარისაზოგადოება 03.03.2014
დედის დღის აღსანიშნავად „უნიმედი სამცხეში“ მისული თვითმმართველობის თანამშრომლები დაცვამ შენობაში არ შეუშვა.

„უნიმედი სამცხეს“ მშობიარეებს თვითმმართველობის საჩუქრები არ შეხვდათ
ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ მისულ კულტურის სამსახურის თანამშრომლებს დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურმა განუმარტა, რომ ვიდრე ადმინისტრაციასგან ნებართვას არ აიღებდნენ, შენობაში ვერ შეუშვებდნენ.

„ოთხი დღის წინ შევუთანხმდით სამშობიარო განყოფილების უფროსს ვასილ ძინძიბაძეს, მაგრამ მაინც არ შეგვიშვეს“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კახა კოპაძე.

თვითმმართველობის თანამშრომლებს ვითარების გარკვევა აღარ უცდიათ.

„შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი. გაუგებრობა მოხდა, არ ვიცი ვისი ბრალია“, -ამბობს კოპაძე.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეს“ საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო. თვითმმართველობა დაწესებულების ხელმძღვანელობას უნდა შეთანხმებოდა და მსგავსი პრობლემა არ შეიქმნებოდა.

„როდესაც დაწესებულებაში სტუმრები მოდიან, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ ხელმძღვანელობას, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დაცვამ უარი უთხრა იმიტომ, რომ უნდა გაერკვია ხელმძღვანელობასთან. ისინი განაწყენდნენ და უკან წამოვიდნენ. შეთანხმება უნდა მომხარიყო არა ექიმთან, არამედ დირექტორთან. მსგავსი აქტივობას აუცილებელია დაესწროს დირექტორი“,- ამბობს „უნიმედი სამცხეს“ საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეო ლალიაშვილი.

ახალციხის მუნიციალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში ამბობენ, რომ დაწესებულებაში ასვლას აღარ გეგმავენ: „გადავწყვიტეთ გავარკვიოთ მშობიარეების მისამართები და სახლში მივუტანთ საჩუქრებს“.

შეგახსენებთ, დღეს, 3 მარტს, თვითმმართველობამ ახალშობილების დედებს დედის დღე ყვავილებითა და ჩვილების მოსავლელი ნივთების კომპლექტით მიულოცა. გაუგებრობის გამო საჩუქრები დღეს მხოლოდ კლინიკა „იმედის“ მშობიარეებმა მიიღეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ
ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი კახა კოპაძე გარდაიცვალა
„უნიმედი სამცხეს“ თანამშრომლები სამი თვის უხელფასობას აპროტესტებენ
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშობიარეები დაასაჩუქრა
სხვა კლინიკაში მუშაობის გამო ‘უნიმედი სამცხედან’ ქირურგი გაათავისუფლეს
„უნიმედი სამცხეში“ საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს რამდენიმე საათი ალოდინეს