FM97.5 / LIVE

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სამედიცინო პერსონალი დაემატა (R)

მთავარისაზოგადოება 13.11.2013
30-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ასობით ურთულესი ოპერაცია; ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას კიდევ ერთი გამოცდილი კადრი შეემატა, რომელიც მალე, პირველად ახალციხეში, ონკოლოგიურ ოპერაციებსაც გააკეთებს.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სამედიცინო პერსონალი დაემატა (R)
ზოგადი ქირურგი ელიზბარ პატურაშვილი 22-წლიანი მუშაობის შემდეგ, პროფესიულ საქმიანობას ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

„რეგიონში კადრების დეფიციტია, ამ მხრივ თბილისი თავკომბალა ქალაქია, ამიტომ უნდა მოხდეს რეგიონალიზაცია ისეთი სერვისების, რომლებიც მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი, - ამბობს „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ვლადიმერ გელაშვილი და ამატებს, რომ მალე ახალციხეში ახლადმოწვეული ქირურგი ახლადგახსნილ ონკოლოგიურ განყოფილებაში, ონკოლოგიურ ოპერაციებსაც გააკეთებს. ამიტომ, ასეთ პაციენტებს, ოპერაციების გასაკეთებლად დედაქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სამედიცინო პერსონალი დაემატა (R)ელიზბარ პატურაშვილის განმარტებით, ახალციხის საავადმყოფოში გაკეთდება ისეთი რთული ოპერაციები, როგორიცაა მაგალითად: კუჭის სიმსივნე, გინეკოლოგიური ოპერაციები გაფართოებული მასშტაბით: „გაკეთდება ნებისმიერი ტიპის რთული ონკოლოგიური ოპერაცია მუცლის ღრუში“.

მისივე თქმით, ახალციხის საავადმყოფოში დაინერგება არა მხოლოდ ონკოლოგიური ოპერაციები, არამედ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი თერაპიული მანიპულაციებიც.

პატურაშვილი, რომელსაც ქირურგიაში თაობები ჰყავს აღზრდილი ამბობს, რომ ახალციხის საავადმყოფოსთან მიმართებაშიც იგივე გეგმები აქვს: „მინდა, რომ ჩამოვაყალიბო კარგი ქირურგიული კოლექტივი და ასევე, მინდა, რომ ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებსაც გავუზიარო“.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში მომავალში ახალი სამედიცინო სერვისების დამატებაც იგეგმება, მათ შორისაა ლაპარასკოპიული ქირურგია: „ლაპარასკოპიული ქირურგია, ანუ ე.წ „უსისხლო ოპერაცია“ დღესდღეობით ოპერაციული ჩარევის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდიკაა, რომლის დროსაც ოპერაცია 5-10 მმ-ნი განაკვეთებით კეთდება. ამ მეთოდს 21-ე საუკუნის ქირურგიასაც უწოდებენ“, - ამბობს გელაშვილი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]
ახალციხეში  ონკოლოგიურ დაავადებებზე იმსჯელეს
ახალციხეში ონკოლოგიური განყოფილება გაიხსნა (R)
ერთ წელში ახალციხეში 70 საწოლზე გათვლილი რეფერალური საავადმყოფო იქნება
„ჩემი ოჯახის კლინიკამ“ ნინოწმინდის მცხოვრებლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარა (R)
„უნიმედი სამცხეში“ საოპერაციოდ გამზადებულ პაციენტებს რამდენიმე საათი ალოდინეს
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი სამედიცინო მენეჯერი ჰყავს