FM97.5 / LIVE

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კონკურსი სტუდენტებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2017
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, თელავისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს მულტიმედია კონკურსში „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ჩემს რეგიონში არსებული გამოწვევები“ მონაწილეობის მისაღებად.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კონკურსი სტუდენტებისთვის

[/center]კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარ რეგიონში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებსა და საკითხებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს:

► რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელი, გაუცხოება) და ურთიერთობა უმრავლესობის წარმომადგენლებთან;

► კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა და პოზიტიური გააზრება;

► ინტერრელიგიური, ინტერეთნიკური და ინტერკულტურული ურთიერთობის ფორმები და პოზიტიური მაგალითები კონკრეტულ რეგიონში.


კონკურსის შედეგად, გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული. ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ს ვებგვერდზე.

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@tdi.ge, 2017 წლის 30 აპრილამდე.

თითო მონაწილისგან მიიღება მაქსიმუმ 3 ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ტექსტი, ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი).

კონკურსი ტარდება ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით, პროექტის, "დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში" ფარგლებში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ერი, მოქალაქეობა და ტოლერანტობა’ – საჯარო ლექცია უნივერსიტეტში
TDI–მ ახალციხელი სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდებს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ ასწავლიან
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
'აგროგრაფი' -კონკურსი პროფესიული განათლების  სტუდენტებისთვის ®
ახალციხის ჰერალდიკის კომისიაში ჯერ ნამუშევრები არ შესულა