FM97.5 / LIVE

გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.04.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს შემოქმედებით კონკურსებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის:

გამოცხადდა კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის

1. კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“ ტარდება სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების (ფლეშმობების) სახით, სადაც მოსწავლეებმა უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობასა და ბულინგთან მიმართებაში, ასევე უნდა წარმოადგინონ პრობლემების მოგვარების ხედვა. სლოგანების კონკურსში მონაწილეობას იღებენ VII-XII კლასის მოსწავლეები, ფლეშმობების კონკურსში I-XII კლასის მოსწავლეები, ხოლო კონცეფციების კონკურსი - VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვალისწინებული.

2. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება კონკურსი „წარსულით შექმნილი მომავალი“, რომლის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება ფოტო კონკურსი; ნახატების კონკურსი I-XII კლასის, ხოლო ესეების კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვალისიწინებული. კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; ისტორიული მოვლენების კრიტიკულად ანალიზის უნარის გამომუშავება. ნამუშევრებში მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხედვა როგორი სურთ იხილონ საქართველო 25 წლის შემდეგ.

3. ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის ტარდება ვიდეო სიუჟეტების კონკურსი - „ევროპა ჩემს ობიექტივში“. კონკურსის სლოგანია "ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანია მოზარდებმა გაიაზრონ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოს განვითარებისათვის.

4. არაქართულენოვანი სკოლებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანია კულტურათაშორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მხარის განვითარებაზე ზრუნვა. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ საჯარო სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეებს.

ზემოჩამოთვლილი კონკურსები „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ტარდება, რომლის ვადების, პირობებისა და შინაარსის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვერბგვერდზე www.mes.gov.ge.

განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად ისე, ჯგუფური სახით. წარმატებული მოსწავლეები /გუნდები მიიღებენ წამახალისებელ ჯილდოებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო
16 ივნისს მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები იწყება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს
შსს სკოლის მოსწავლეებისთვის ესსების კონკურსს აცხადებს
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
განათლების სამინისტროს კონკურსში ბორჯომის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა
საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა