FM97.5 / LIVE

ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 08.05.2015
დღეს, 8 მაისს, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით, ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის თემაზე სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება.

ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა

ევროპის კვირეული ახალციხეში ოფიციალურად ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ გახსნა.

„ევროპის კვირეული თითქმის ყველა ქალაქში ტარდება და ჩვენც ვუერთდებით ამ პროცესებს.ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა ამ კვირეულში, ევროპა არის ჩვენი გადარჩენის გზა, მე ასე ვხედავ“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

ღონისძიებაზე სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა „გავაცნოთ ევროკავშირი სკოლებს“ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ახალციხეში ევროპის კვირეული ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება. პროექტის ავტორი კი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონული კოორდინატორი ნინო ნადირაძეა.

„2014 წელს ნატოს საინფორმაციო ცენტრის, მასწავლებლის სახლისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სემინარი, სადაც განხილული იყო ყველა ის საკითხი რაც ევროკავშირს უკავშირდება. შემდეგ მოგვეცა დავალება, რომ დაგვეწერა პროექტები. 82 პროექტიდან 10 შეირჩა, მათ შორის ჩვენიც. ახლა მომეცა საშუალება, რომ ეს პროექტი განვახორციელო“, – ამბობს ნინო ნადირაძე.

ნინო ნადირაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ევროპის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ახალციხის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, ასევე სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრები.

ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ტრეინინგები ევროკავშირის თემაზე, ჩატარდება „რა, სად როდის“, „ფორტი ბოიარდი“, ასევე ევროკავშირის თემაზე გამოცხადდება ესეების კონკურსი და გაიმართება ფლეშმობი.

ევროპის კვირეული ახალციხეში 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ახალციხეში ევროპის კვირეული გაიხსნა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში "ევროპის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები  გაიმართა
ახალციხის ციხეზე 'ფორტი ბოიარდი' მოეწყო
დღეიდან ნატოს კვირეული დაიწყო
16-დან 22 აპრილის ჩათვლით ბიბლიოთეკების კვირეული გაიმართება
სამცხე–ჯავახეთში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისი გაიხსნება
ახალციხეში ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული დასრულდა
საქართველოში ‘კლიმატის ცვლილებების კვირეული’ მიმდინარეობს