FM97.5 / LIVE

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.02.2020
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება

როგორც ზალკალიანმა თქვა, მინისტერიალის თბილისში ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. თუმცა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს უნდა უზრუნველყო ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მინისტერიალში მონაწილეობა და მათ შორის, რუსეთის მხარისაც.

„მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა. მათ შორის, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. ჩვენ გვევალებოდა, უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. მინდა, გითხრათ, რომ არსებობს სხვა ქვეყნების პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც, ჟენევაში როდესაც შევხდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტერიალის ჩატარება თბილისში იგეგმებოდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დელეგაციის ეგიდით საქართველოში, შესაძლოა, ის პირები ჩამოსულიყვნენ, რომლებსაც საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

ევროპის საბჭოს მინისტერიალი 14-15 მაისს გაიმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართება
საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდა
ნატოში, ჟენევასა და ვენაში საქართველოს ელჩები იცვლებიან
ახალციხე უეფას სიმბოლოებს უმასპინძლებს
ჯომარდობაში ევროპის თასის გათამაშება ბორჯომში გაიმართება
‘ოცნების’ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ახალციხიდან სტუდენტები წაიყვანეს