FM97.5 / LIVE

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.05.2017
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აცხადებს ოტოკონკურსს „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო ფოტოები უნდა მიმდინარე წლის 8 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას.

შსს–ს ცნობით, შესაძლებელია დადგმული/საგანმანათლებლო კადრები. ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული აპარატით, ზომებით - 3024X2016. საკონკურსო ფოტო უნდა გაიგზავნოს ციფრული ფორმატით. შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული. კონკურსანტებს შეუძლიათ გააგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე, სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი. შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალური იქნება.

ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 3000 ლარი
II ადგილი - 2000 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lrobaqidze@yahoo.com

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს -  'ჩემი თვალით დანახული ქალაქი'
ფოტოკონკურსი –' ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა'
ახალციხის  გამგეობა თავისუფალ თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს
ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“
შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო
ფოტოკონკურსი - მოქალაქე IN ACTION
კონკურსი სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე