FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.12.2014
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება, რომელშიც რეგიონის 42 სკოლა ჩაერთვება. პროგრამის მიზანია დაეხმაროს სკოლებს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება

პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 3 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შედგა.
პროგრამაში ჩართული სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

ახალი სამოქალაქო განათლების პროგრამის – „მომავლის თაობა“, განხორციელებას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 11 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იწყებს. ახალციხეში პროგრამის პარტნიორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრია.

პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამა სამი წლის მანძილზე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს. პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით პროგრამის საქმიანობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის.

სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა
პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებულები სამცხე–ჯავახეთიდან
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს
‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა
ახალციხეში ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა