FM97.5 / LIVE

სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2019
სოფელ აბასთუმნის, ერთ–ერთ უბანში, იქ სადაც ორი თვის წინ ადიგენის მელიორაციამ ცენტრალური მილის რეაბილიტაცია დაასრულა, სასმელი წყალი არ აქვთ.

სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს

სოფელ აბასთუმნის მკვიდრი ნათელა ბაბაჯანიანი ამბობს, რომ სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ონკანებზე წყალი უნდა მისულიყო. თუმცა სამუშაოები ისე დასრულდა, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.

„ეს უპატრონობაა და მეტი არაფერი. არ ვიცი, საერთოდ, რას აკეთებდნენ. გვითხრეს, რომ სასმელი წყალი უნდა გვქონოდა, მაგრამ ორი თვეა, წაყალი საერთოდ არ გვაქვს. ასაკში ვარ, როგორ წავიდე სოფლის გადაღმა და წყალი მოვიტანო?!“ – გვეუბნება ნათელა ბაბაჯანიანი.

ადგილობრივები ამბობენ, უწყლოდ უბანში რვა ოჯახია, რომელიც იმ მაგისტრალით სარგებლობდა, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ ახლა, დასალევად და საყოფაცხოვრებოდ, წყლის მოტანა სოფლის სხვა უბნებიდან, ან მეზობელი სოფლიდან უწევთ.

„აქ დასასვენებლად ვარ ბავშვებთან ერთად ჩამოსული, პატარები მყავს, დარეცხვა უნდათ, საჭმლის მომზადება და წყალი საერთოდ არ არის“, – გვეუბნება რიფსიკ სააკიანი.

ადიგენის მერიის მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა დემეტრაძე ადასტურებს, რომ აბასთუმანში აღნიშნულ უბანში სამუშაოები ნამდვილად მიმდინარეობდა: „აქ ცენტრალური მაგისტარლი უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ. წყალი გამანაწილებლამდე მივიყვანეთ. ახალა თავიანთ ეზოებში თვითონ უნდა შეიყვანონ, მაგრამ “კიდევ იძახიან პრობლემა არისო. ჯერ უნდა ვნახო“.

მამუკა დემეტრაძის თქმით, იმის დასადგენად, თუ რა პრობლემა აქვს მაგისტრალს, ტექნიკით მიწის გათხრა სჭირდება: „ახლა ტექნიკა სხვა სოფლებში მუშაობს და დრო სჭირდება. ვიდრე იქ არ დაამთავრებს სამუშაოებს, ვერ წამოვიყვან. მერე გავთხრით და თუ რამე პრობლემა იქნება, მოვაგვარებთ.“

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ