FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავში, სასმელი წყლის გადანაწილების მიზნით დაწყებული სამუშაოები დასრულდა, თუმცა, უწყლოდ დარჩენილ ოჯახებს წყალი ამ დრომდე არ აქვთ.

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს

სოფელ რუსთავში მცხოვრებ გიორგი წიკლაურის ოჯახს, სასმელი წყლის დაშრობის გამო, მესამე თვეა წყალი არ აქვს და მეზობლებისგან ეზიდება.

„მილები გაიყვანეს, დასრულებული არ არის, ველოდებით შეერთებას. უბრალოდ მილებია ჩაყრილი“, – ამბობს გიორგი წიკლაური.

ასპინძის გამგეობამ სოფელში არსებული სასმელი წყლის გადანაწილების სამუშაოები ორი კვირის წინ დაასრულა. გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის განმარტებით, გამგეობამ სისტემა გააკეთა, მილები მიწაში ჩაყარა და მოსახლეობამდე მიიყვანა. საბოლოო ჯამში თითოეულ ოჯახს მილები თავად უნდა დაეერთებინათ, თუმცა, რატომ არ დააერთეს მისთვისაც გასაკვირია.

„სამუშაოები დავასრულეთ, მოსახლეობას უბრალოდ უნდა დაეერთებინა თავიანთ მილებზე, რატომ არ გააკეთეს, არ ვიცი. ჩემთვისაც გუშინ გახდა ცნობილი ეს ფაქტი სოფლებში წყალმომარაგების კომპანია არ გვყავს, დღესვე გავაგზავნით გამგებლის წარმომადგენელს და სხვა თანამშრომლებს და ისინი დააერთებენ“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ალექსანდრე პაპაშვილმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ უწყლოდ დარჩენილ ოჯახებს სასმელი წყლის პრობლემა მალე მოგვარებოდათ, ტენდერი არ გამოაცხადეს და პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინეს მილები. გამგეობის ტექნიკით და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით კი სისტემა დაქსელეს. საერთო ჯამში აღნიშნული სამუშაოებისთვის 3 000 ლარამდე დაიხარჯა.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფელში არსებული სასმელი წყალი გადანაწილდება, წყლის დებეტის შემცირების გამო მეზობლებს შორის უკმაყოფილება გაჩნდება, სავარაუდოდ ეს არის მიზეზი, რის გამოც 12–მა ოჯახმა მილები თავისი ნებით არ დააერთა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით გაკვირვებულია ალექსანდრე პაპაშვილი. იგი ამბობს, რომ პრობლემის ასეთი ხერხით მოგვარებაზე რუსთავის მოსახლეობა თავად დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ რუსთავის მოსახლეობას მესამე თვეა სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა, რომლითაც სოფელი მარაგდებოდა „მტკვარი ჰესის“ მშენებლობისას დაზიანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობამ ასპინძის გამგეობის წინ აქციაც გამართა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში წყლის გადანაწილება დაიწყეს
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ახალციხის სოფლებში მოსახლეობას სამელი წყალი არ მიეწოდება
სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ