FM97.5 / LIVE

სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.10.2019
ასპინძაში,სოფელ ზველში, ადგილობრივები შიშობენ, რომ გაზაფხულამდე სასმელი წყალი არ ექნებათ, რადგან მილები, რომლითაც წყალი გამანაწილებლიდან სახლამდე მიჰყავთ, ზემოდან ყრია და ზამთარში გაიყინება. მიწაში ჩასაწყობად კი ასფალტის გადათხრის უფლებას არ აძლევენ.

სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ

სოფელ ზველში, ექვსი გამანაწილებლებელი დაახლოებით ორი წლის წინ დაამონტაჟეს, ამავე პერიოდში ადგილობრივებმა მათ პლასტმასის მილები დაუერთეს და წყალი სახლებამდე მიიყვანეს.

პრობლემა ამ დროისთვის სოფლის ცენტრში მცხოვრებ 10–მდე ოჯახს აქვს, რადგან იმისათვის, რომ წყლის მილები მიწაში ჩააწყონ, ასფალტის გადათხრაა საჭირო: „რის უფლებასაც ზველის სასმელი წყლების ზედამხედველი არ აძლევს“.

ადგილობრივები შიშობენ, რომ როგორც გასულ წლებში, წელსაც ზამთარში მილები გაიყინება და სასმელი წყლის ზიდვა სოფლის წყაროებიდან მოუწევთ.

„ასფალტის გაჭრის უფლება არ მისცეს მოსახლეობას, გარდა ამისა, არც აქვს ხალხს ამის შესაძლებლობა. თუ მილებს მიწაში ღრმად ჩააწყობენ მაშინ პრობლემა მოგვარდება. ზოგი ზამთარში ამ მილების იღებს და ინახავს, გაზაფხულზე კი ისევ აწყობს. ზოგი ტოვებს მილებს მთელი ზამთარი, იყინება და სკდება“, – ამბობს სოფელ ზველში მცხოვრები გურამ ზედგინიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი ზველი მაღალმთიანი სოფელია, ოქტომბრის ბოლოდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს და პლასტმასის მილებიც ამ დროს გაიყინება.

„ისეც წვეთ-წვეთობით მოგვყვავს წყალი. ახალა სულ ისე დავრჩებით, არ გვაძლევენ გათხრის საშუალებას, გამანაწილებლები, რომ გაიყვანეს გვითხრეს ახლა, როგორც გინდათ ისე წაიყვანეთო,“ -გვეუბნება ადგილობრივი ჰამლეტ ზედგინიძე.

სოფელ ზველის სასმელი წყლების ზედამხედველი, ადასტურებს, რომ ადგილობრივებს უკვე დაგებული ასფალტის გათხრის საშუალებას არ მისცემს.

ემზარ ზედგინიძის თქმით, იმისათვის, რომ ადგილობრივებს წყალი არ გაეყინოთ, სხვა საშუალებაც არსებობს.

„როცა წყლის სისტემა გაკეთდა ჩვენ დავამონტაჟეთ გამანაწილებლები, მილები თვითონ დაუერთეს და მიწაშიც თვითონ უნდა ჩააწყონ, მელიორაციას ამის ვალდებულება არ აქვთ. მიწის გაჭრა ეზარებათ. იმ ასფალტის ქვეშ მილი გადის, სადაც შეუძლიათ „შლანგები“გააძვრინონ. მომავალში პრობლემა რომ არ ჰქონდეთ მე თვითონ დავადგები თავზე და გავაკეთებინებ“, - განმარტავს ემზარ ზედგინიძე.

მოსახლეობის ნაწილმა, სადაც ასფალტი არ არის დაგებული, პლასტმასის მილები მიწაში ჩააწყო, თუმცა პრობლემა მათაც აქვთ, ამბობენ, რომ წყალი ძალიან ცოტა და ისიც დაბუნძურებული მოდის.

„საერთოდ არ არის საკმარისი, მთიდან მოდის ეს წყალი და ძალიან ცუდად მოდის. მილები მიწაში ჩავსვით მაგრამ, მაინც პრობლემა არის უხარისხო წყალი დის, ყოველთვის ღვირიეა, ეს წყალი როგორ უნდა დავლიოთ“, - გვიხსნის მარიამ ინასარიძე და პლასტმასის ბოთლით, ჩვენს თვალწინ ავსებულ სასმელ წყალს გვიჩვენებს, რომელიც მღვრიეა.

სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ

ზედამხედველი ემზარ ზედგინიძე ირწმუნება, რომ სოფლის სათავე ნაგებობა პერიოდულად იქლორება.

სოფელ ზველში სასმელი წყლის მილების პრობლემის შესახებ„სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა, 23 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სადაც მილების გამანაწილებლებზე დაერთების შესახებ ინფორმაცია არასწორედ იყო გამოქვეყნებული, რის გამოც ჩვენს მკითხველს ბოდიშს ვუხდით.

ამიტომ ვაზუსტებთ, რომ სოფელში მილები გამანაწილებელს ადგილობრივებმა დააერთეს და არა ასპინძის მელიორაციის სამსახურმა. მოსახლეობის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიწის ზემოდან დარჩენილი მილები გაიყინება და ზამთრის პერიოდში წყალი არ ექნებათ.

სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ

სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
ახალციხის სოფლებში მოსახლეობას სამელი წყალი არ მიეწოდება
‘ლაფი მოდის მილებში’– საროში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში