FM97.5 / LIVE

სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.01.2020
ახალციხეში, სოფელ კლდეში ე.წ ქვედა უბნის დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანზე წყალი სამ დღეში ერთხელ, ხუთი წუთით მოდის.

სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]

ოთხი შვილის დედა, ლელა დიასამიძე სასმელ წყალს ყოველდღიურად სოფლის ცენტრიდან ურიკით ეზიდება. წყარო მისი სახლიდან ნახევარი კილომეტრითაა დაშორებული.

„სექტემბრის შემდეგ უწყლოდ ვართ. აქამდე კი ცოტა მაინც მოდიოდა. ძალიან რთულია, შვილებს ხომ უნდა მივხედო?! დავბანო, ტანსაცმელი დავრეცხო. ბავშვებთან ერთად ვეზიდები წყალს. იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს“, – ამბობს ლელა და ამატებს, რომ ზოგჯერ წყალი სოფელში მდებარე საბავშვო ბაღშიც არ არის – „იყო შემთხვევა ბავშვი წავიყვანე ბაღში, მაგრამ წყალი არ ჰქონდათ, ამიტომ უკან წამოვიყვანე“.

ლელა წყლის მოსატანად ურიკას მეზობლისგან, მირიან კურტანიძისგან თხოულობს. წყალი არც კურტანიძეებთან მოდის.

„პენსიონერი კაცი ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და იძულებული ვარ რომ წყალი ვზიდო ტაჩკით, წყლის უნახავები გავხდით. რამდენიმე დღეში ერთხელ მოდის და ისიც ცოტა ხნით. თუ მეზობელმა მალევე არ დაკეტა ჩვენ ავსებას ვერ ვასწრებთ“, - ამბობს კურტანიძე.

მერიის წარმომადგენელი სოფელ კლდეში, დავით პაპუაშვილი ამბობს, რომ წყლის დებეტი საკმარისი არ არის, მუნიციპალიტეტი კი ცდილობს პრობლემა მოაგვაროს. მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფლის 30 პროცენტს აქვს.

„პრობლემა ისაა რომ წყლის დებეტი არ გვაქვს, ვმუშაობთ მაგაზე. სოფლის სადღაც 30 პროცენტს წყლის მარაგი არ აქვს ანუ საერთოდ რომ არ მიდის. ზედა და ქვედა უბანს საერთო ავზი აქვს, თუმცა ცალკე ხაზები. ვინც პირველი ცხოვრობს მასთან კარგად მიდის წყალი, მეორესთან ნაკლები, ვინც ბოლოშია იმასთან საერთოდ არ მიდის“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კლდეში სასმელი წყალი ქსელში არის, მაგრამ თანაბრად არ ნაწილდება ყველა ოჯახში: „მოსაწესრიგებელია შიდა ქსელი, რომლის პროექტირება ამ ეტაპზე მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შემდეგ აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა“.

როდის დაიწყება ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები და რამდენი ლარი იქნება განსაზღვრული უცნობია. ამ კითხვებზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.



სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს 4 თვეა სასმელი წყალი არ აქვს [ვიდეო]

[მარიამ ბარძიმაძე, ზურა სულაბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი წყაროს იმედად

‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
სოფელ ყვიბისში, პერიოდულად, მდინარის გაუფილტრავ წყალს სვამენ [Video]
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება