FM97.5 / LIVE

ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციას შეუერთდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2017
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია, თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციას სრული შემადგენლობით შეუერთდა.

ახალციხის  ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციას შეუერთდა
დღეს, 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში აქციები იმართება. მათ დილიდანვე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით შეუერთდნენ.

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ეპარქიის სასულიერო პირები სატელეფონო საუბარში აცხადებენ. მათი თქმით, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის ლოცვა–კურთხევით მთელი ეპარქია, ყველა მღვდელი და წინამძღვარი აქციაზე გაემგზავრა.

„ყველა სასულიერო პირია წამოსული თავისი მრევლით. რამე რომ მოხდეს და მღვდელი იყოს საჭირო ამისთივს მხოლოდ მამა სტეფანეა დარჩენილი ეპარქაიში. იმის გამო რომ სამუშაო დღე იყო, მრევლიდან ბევრმა წამოსვლა ვერ შეძლო“– ამბობს მღვდელი ნიკოლოზ აბრამაშვილი.

სასულიერო პირების თქმით, გამგზავრებისთვის საწვავის ღირებულება ეპარქიამ დაფარა. ახალციხიდან თბილისის მიმართულებით, დაახლოებით, 10–მდე მიკრო ავტობუსი გაემგზავრა.

„აქ იმიტომ ვართ, რომ უწმინდესის ლოცვა–კურთხევაა, დღვანდელი დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ აღინიშნებოდეს. გვიყვარს ღმერთი და გვიყვარს ოჯახები!“ – აცხადებს მღვდელი ნიკოლოზ აბრამაშვილი.

ახალციხელი ბიბი გოგოლაძე თბილისში მრევლთან ერთად გაემგზავრა. მას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა და ამიტომ იქ უნდა იდგეს, სადაც ოჯახის სიწმინდის დასაცავად იკრიბებიან: „აქ დგომით არაფრის შეცვლას არ ვცდილობთ, გვინდა რომ ოჯახის სიწმინდე დავიცვათ და გულისტიკივილი გამოვთქვათ დანგრეულ ოჯახებთან დაკავშირებით“.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის საქართველოში აღნიშნვას ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი. საქართველოს პატრიარქის კურთხევით ეს დღე 2013 წელს ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.

ახალციხის  ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციას შეუერთდა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა
ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს
რა ღონისძიებებს გამართავს საპატრიარქო 17 მაისს
‘ეს კარგი ხარისხის უთოებია, ყველას დაგჭირდებათ’ – ახალციხის მერიამ ‘ოჯახის სიმტკიცის’ დღე აღნიშნა
როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე