FM97.5 / LIVE

ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა

მთავარიპოლიტიკა 04.03.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ლობჯანიძეს, რომელსაც დღეს, 4 მარტს, იმპიჩმენტი მოუწყეს, გუნდურობისა და კოლეგიალობის პრინციპი არ გამოუვიდა.

ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა

„მე ნამდვილად ვერ გეტყვით როგორ მუშაობდა ლევან ლობჯანიძე. ის საკრებულოში დეპუტატებთან ერთად მუშაობდა და როგორც დღეს გაირკვა, გუნდურობისა და კოლეგიალობის პრონციპი რატომღაც არ გამოუვიდა“, – ასე აფასებს საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებასა და ლობჯანიძის გადაყენებას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და ამატებს, რომ რაც დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მოხდა, ლობჯანიძის საკრებულოში მუშაობის შედეგია.

თუმცა, სხვაგვარი მოლოდინი ჰქონდა და ლობჯანიძეზეც სხვაგვარად საუბრობდა ენდელაძე გასული წლის ივლისში, მაშინ, როდესაც ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ლობჯანიძე აირჩიეს.

„ლევან ლობჯანიძე კომუნიკაბელური და განათლებული პიროვნებაა. რამდენიმე თვეა რაც გავიცანი და იმედი მაქვს, რომ მასთან კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ვიმუშავებ“, – განაცხადა მაშინ ენდელაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“.

ასევე განათლებულ და მოწესრიგებულ პიროვნებად ახასიათებს გამგებელი საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს: „ახალი საკრებულოს თავმჯდომარე ძალიან კარგი ადამიანია. განათლებული და მოწესრიგებული. მას წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ კარგად გაუძღვება დაკავებულ თანამდებობას“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. დღესვე, დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზაქარია ენდელაძე: 'იმედი მაქვს, საკრებულოს თავმჯდომარესთან კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ვიმუშავებ'
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა
ადიგენის საკრებულოს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ