FM97.5 / LIVE

ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

მთავარიპოლიტიკა 24.09.2013
კოალიცია „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ოფისის ყოფილი წევრები ადიგენში ორგანიზაციის ხელმძღვანელად ვანო კაჭკაჭიშვილის დანიშვნას აპროტესტებენ.

ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც გასული წლის არჩევნებზე ადიგენის რაიონულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით აქტიურობდნენ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციაში „ერთხულოვნება სამართლიანობისკენ“, პრესკონფერენცია გაიმართეს.

გასული წლის არჩევნებზე კოალიციის მხარდამჭერები, ზონის კოორდინატორები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის ადამიანები ვინც ხელისუფლების შეცვლაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს, ვისზეც წინასაარჩევნოდ დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა და მუშაობას მუქარის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ, დღეს ადიგენში შექმნილი კოალიციის შტაბიდან აბსოლიტურად უგულებელყოფილნი არიან.

„ჯერ ლევან ლობჯანიძე დანიშნეს შტაბის უფროსად და ხალხის პროტესტის შემდეგ ის ვანო კაჭკაჭიშვილით ჩაანაცვლეს. „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო“ იმ დღეში ვართ. ერთიც და მეორეც „ნაციონალების“ მხარდამჭერი იყო. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ ლევან ლობჯანიძე ლევან თუმანიშვილთან ერთად ხე-ტყის ბიზნესში იყო ჩართული“, - აცხადებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ლაშა მურმანიშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ადიგენში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რაიონული ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, იმ ადამიანებს ვინც გასულ წელს ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოდა არავინ დაუკავშირდა: „ხომ იყო გაფორმებული ვინ იყო შარშან შტაბში და ვინ არა?! რატომ არ სცადეს ამ ადამიანებთან დაკავშირება?! არ გვინდა ეს კანდიდატები წავიდნენ და დანიშნონ ღირსეული ადამიანები! ნუ გააღიზიანებენ ამომრჩევლებს!“

ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან„ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ორგანიზაციის დამფუძნებელი გენადი ენდელაძე აცხადებს, რომ ეს ამბავი ასე არ დარჩება: „ყოფილ „ნაციონალებს“ „ოცნებაში“ თუ მიიღებენ მიიღონ, მაგრამ შტაბის უფროსად რატომ ნიშნავენ?!“

ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიანამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე ადიგენის რაიონული ოფისის ხელმძღვანელებს ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ ამ ადამიანებს ბოდიში მოუხადონ: „ერთ კვირაში მიპასუხონ რატომ დატოვეს ეს ადამიანები თამაშგარე მდგომარეობაში?! თუ მათი პასუხი იქნება ადექვატური, თავს დავხრი და ბოდიშს მოვუხდი თუ არა და მათ გავხდი ვალდებულს, რომ ამ ადამიანების წინაშე ბოდიში მოიხადონ“.

ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან„ერთსულოვნების“ წარმომადგენლებს დღეს კოალიციის ყოფილმა აქტივისტებმა განცხადებთ მიმართეს. ხმალაძე აცხადებს, რომ ამ ადამინებს ბოლომდე გვერდში დაუდგება და მათთან ერთად სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს: „საიდან მოვიდა კაჭკაჭიშვილი?! ვინ არის დამკვეთი მისი მოყვანისა?! მინდა ვკითხო „ოცნების ლიდერებს“, როცა ისინი ამბობენ, რომ კარს არავის უხურავენ და მათი კარი "ნაციონალებისთვისაც“ კი ღიაა, მაშინ რატომ მიუხურეს კარი ამ ადამიანებს?! რატომ გახდნენ ისინი იძულებულნი მოემართათ ჩემთვის?“

ყოფილი აქტივისტები აცხადებენ, რომ ამასთან შეგუებას არ აპირებენ და თუ ადიგენის შტაბში „ნაციონალებს“ ხელმძღვანელი თანამდებობებიდან არ გაათავისუფლებენ, მაშინ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ერთსულოვნება' ადიგენის 'ოცნების' შტაბის ხელმძღვანელს ბოდიშს უხდის
ადიგენში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
ადიგენში საპროტესტო აქციები დაიწყო
ადიგენში ”ოცნების” ყრილობა შედგა
„ოცნების" აქტივისტები „თამაშგარე მდგომარეობაში“
„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)