FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან

მთავარიპოლიტიკა 11.09.2015
ახალციხეში,პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში, ახალციხის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები და პარტიის აქტივისტები იკრიბებიან.

ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
შტაბში შედის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე

პარტიის ყოფილი შტაბის შენობაში შეკრება 15:30 საათიდან დაიწყეს. ამ წუთებში შტაბში, სხდომათა დარბაზში შეკრებილი არიან ახალციხის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები: მერი, გამგებელი, სამსახურების, ადმინისტრაციების, თვითმმართველობას დაქვემდებარებული შპს–ებისა და ააიპ–ების უფროსები.

ასევე, შტაბში მივიდნენ „ქართული ოცნების“ წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბლიაძე, ახალციხის ციხის ყოფილი უფროსი ელგუჯა ბიჭაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი უფროსი ნანა გელაშვილი. შტაბში იმყოფებიან პარტიის სხვა აქტივისტებიც, რომლებიც ამ ეტაპზე რაიმე პოზიციაზე დასაქმებული არ არიან.

პარტიის ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ შტაბში პარტიის ლიდერებს ელოდებიან, შეხვედრა დახურულია და ჟურნალისტს დასწრების უფლებას არ მისცემენ.

კითხვაზე, რა საკითხებზე იმსჯელებენ დახურულ შეხვედრაზე, გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ ეს ჯერ ცნობილი არ არის.
„სამხრეთის კაარიბჭეს“ დარბაზში გამოჩენას შეკრებილთა გაღიზიანება მოჰყვა. „თქვენ ვიღამ გაგაგებინათ, რომ შეხვედრაა“ – გაისმა დარბაზიდან რეპლიკა.

ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან

ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი დაიწყო – დახურული შეხვედრა ახალციხეში
‘ქართული ოცნების’ დახურული შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
ახალციხეში  წინასაარჩევნო კამპანიაში ‘ოცნების’ ‘ძველი გვარდია’ ჩაერთო
‘ოცნების’ ცენტრალურ შტაბში მერებთან შეხვედრა გაიმართა
ასპინძაში 'ოცნების' შტაბში მოხელეების შეკრებაში საია სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს
"ოცნება" ახალციხელ ახალგაზრდებს შტაბში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს