FM97.5 / LIVE

თექის ნამუშევრების გამოფენა

მთავარისაზოგადოება 07.06.2012
ახალციხის ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” დღეს თექის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

თექის ნამუშევრების გამოფენა

50-მდე ნამუშევარზე, რომლებშიც წმინდანები, მეფეები, სამცხე-ჯავახეთში არსებული ტაძრები, სხვადასხვა მულთფილმების გმირები, თოჯინები და სხვადასხვა სამკაულები ჭარბობს, ათი სოციალურად დაუცველი ქალბატონი შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა.

ათმა მოხალისემ თექაზე მუშაობა სათემო კავშირ ”ღრელის” დახმარებით დაიწყო.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, გასული წლის შემოდგომიდან, კავშირმა ”ღრელი” დაიწყო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით - ”სოციალური საწარმო სათემო კავშირის მხარდამხარ”.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ღრელში მცხოვრებ ათ სოციალურად დაუცველ ქალბატონს თავდაპირველად თექაზე მუშაობა შეასწავლეს. ამის შემდგომ კი მათ თავად დაიწყეს სხვადასხვა ნამუშევრების დამზადება.

სათემო კავშირ ”ღრელის” თავმჯდომარე, პროექტის ხელმძღვანელი მანანა იაძე ამბობს, რომ პროექტზე მუშაობისას რამდენიმე იდეას განიხილავდნენ. თუმცა, საბლოოდ. არჩევანი თექის წარმოებაზე შეაჩერეს და ეს შემთხვევით არ მომხდარა.

”ამით, ორი რამ გავკეთეთ, პირველი ის, რომ სოფელში ცოტა თუ მისდევდა მეცხვარეობას და ახლა ამ ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. მეორეც, ამით ხელი შევუწყეთ ძირძველი ქართული ხელობის აღდგენას”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ შემთხვევით არც პროექტის მონაწილეები შეურჩევიათ, - ”ამ ადამიანებმა შეისწავლეს ხელობა, გაუჩნდათ საქმე და სამომავლოდ, როგორც კი სოციალურ საწარმოდ დავფუნძდებით, ამ საქმიდან უკვე მოგებასაც მივიღებთ”.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რას იურიდიულ საკითხებს მოაგვარებენ და სოციალურ საწარმოდ დაფუნძდებიან, ნამუშევრებს რეგიონის ტურისტულ ობიექტებზე გასაყიდად გაიტანენ.

თექის ნამუშევრების გამოფენა

თექის ნამუშევრების გამოფენა

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მზადება გახსნისთვის
ახალციხელი ხელოვანის გამოფენა  [Photo]
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ
შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
„გისოსებს გარეთ“ -  ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა ახალციხეში
იზოლირებული გამოფენა და უკმაყოფილო რეწვის ოსტატები