FM97.5 / LIVE

მზადება გახსნისთვის

მთავარი 30.06.2012
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნურ ტბასთან არსებულ გასართობ კომპლექსში გახსნისთვის ემზადებიან.

მზადება გახსნისთვის

ამ წუთებში ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება.

50-მდე ნამუშევარზე, რომლებშიც წმინდანები, მეფეები, სამცხე-ჯავახეთში არსებული ტაძრები, სხვადასხვა მულთფილმების გმირები, თოჯინები და სხვადასხვა სამკაულები ჭარბობს, ათი სოციალურად დაუცველი ქალბატონი შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა. ნამუშევრები სათემო კავშირ ”ღრელის” პროექტის ”სოციალური საწარმო სათემო კავშირის მხარდამხარ” ფარგლებში მომზადდა.

ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილია ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებიც.

გასართობი კომპლექსი, რომლის მშენებლობაზეც დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო. დაგვიანების მიზეზად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა ხელოვნური ტბის გვერდზე, შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაასახელა: ”სასტუმროსთვის საძირკველი კეთდება, რის გამოც ტბაში წყლის ჩაშვება შევაჩერეთ”.

კოპმლექსი საზეიმოდ საღამოს 9 საათზე გაიხსნება. ახალციხელებისთვის ქართული ესტრადის ვარსკვლავები იმღერებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თექის ნამუშევრების გამოფენა


ახალციხის ტბის ტერიტორიაზე ნახატების გამოფენა მოეწყო [ფოტო]

ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია  [photo]
ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს