FM97.5 / LIVE

შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.12.2016
ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, ანგელოზები და სხვადასხვა ნივთისგან დამზადებული საახალწლო სუვენირები–ახალციხეში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის „ტალიტა–კუმის“ ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.

შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
საახალწლო თემაზე შექმნილ ნამუშევრებს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ,,ტალიტა–კუმის“ 16–ი აღსაზრდელი რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა.

შშმ პირები დღის ცენტრში არტ–თერაპიის კურსს გადიან და სხვადასხვა ხელსაქმეს სწავლობენ. სწორედ მათი ნამუშევრები გამოფინეს დღეს, 21 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში. მსურველებს ნამუშევრების შეძენა სიმბოლურ ფასად შეეძლოთ.

ბენეფიციარებმა საახალწლო ნივთები თექის, თიხის, ხის, პლასტმასის, ქაღალდის და სხვადასხვა ნივთისგან დაამზადეს.

"ძალიან დიდი შრომაა ჩადებული“,– ამბობს ცენტრის პედაგოგი მელანო ჩილინგარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებული შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრი „ტალიტა კუმი“ ახალციხეში დაახლოებით შვიდი წელია არსებობს.

ცენტრში რეაბილიტაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადიან, მათი ასაკი 15 წლის ზემოდან იწყება.

ბენეფიციარები ცენტრში არტ-თერაპიის კურსს გადიან, სწავლობენ მუსიკას, სხვადასხვა ხელსაქმეს.

შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება

ახალციხეში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ პირების საახალწლო ნამუშევრები გამოფინეს
ახალციხეში შშმ პირები საახალწლო გამოფენა–გაყიდვას გამართავენ [R]
'ტალიტა კუმის' ბენეფიციარებმა ღონისძიება გამართეს [Photo]
ახალციხელი ახალგაზრდების საჩუქარი „ტალიტა–კუმს“