FM97.5 / LIVE

ახალციხელი ხელოვანის გამოფენა [Photo]

მთავარისაზოგადოება 19.05.2016
19 მაისს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ხათუნა მაღრაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ახალციხელი ხელოვანის გამოფენა  [Photo]

ბიბლიოთეკაში ხათუნა მაღრაძის მიერ შესრულებული თექის თოჯინები, ზღაპრებისა და ნაწარმოებების გმირები, სუვენირები და ფოტოები გამოიფინა. ნამუშევრების უმრავლესობა თექის მასალით იყო დამზადებული. ასევე, იყო ნაქარგები და ნაჭრებისგან შექმნილი ეგზემპლარები.

ხათუნა ამბობს, რომ თოჯინების დამზადების კურსები ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიარა: „ძირითადად ვმუშაობ ნაჭერზე, ვამუშავებ თექას და ვქარგავ. ვაკეთებ სუვენირებს და სხვადასხვა ქართული ნაწარმოების პერსონაჟების თოჯინებს“.

ხათუნას თავად მაღაზია არ აქვს. ამბობს, რომ ნამუშევრების ნაწილს ახალციხის ციხეში მდებარე ერთ–ერთ მაღაზიას აბარებს. მისივე თქმით, ყველაზე მეტად მისი თოჯინები ტურისტულ სეზონზე იყიდება.

ხათუნა მაღრაძის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.

ახალციხელი ხელოვანის გამოფენა  [Photo]

ახალციხელი ხელოვანის გამოფენა  [Photo]

ახალციხელი ხელოვანის გამოფენა  [Photo]

ახალციხელი ხელოვანის გამოფენა  [Photo]

[ნათია გულიაშვილი, სოფო ღვინიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თექის ნამუშევრების გამოფენა

შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
შშმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მეშვიდე სკოლაში
ახალციხეში ლელა ფერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა