FM97.5 / LIVE

„გისოსებს გარეთ“ - ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 18.10.2013
„გისოსებს გარეთ“ - გამოფენა, რომლითაც ყოფილი პატიმრები თავინთი უნარების რეალიზებას და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართვას შეეცადნენ.

„გისოსებს გარეთ“ -  ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა ახალციხეში
ნაქარგი ხატები, თექით შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები, ნახატები, ხის ნაკეთობები, სამკაულები - იმ ნამუშევრების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ავტორები, ყოფილი პატიმრები, ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

გამოფენა - გაყიდვა დღეს, 18 ოქტომბერს ახალციხის ციხის საგამოფენო დარბაზში მოეწყო. გამოფენა-გაყიდვაზე 80-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

„გისოსებს გარეთ“ - ამ სახელწოდების გამოფენა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა.

ორგანიზაციის მენეჯერის, გოჩა ნათენაძის თქმით, ამ გამოფენით ყოფილი პატიმრები თვითრეალიზებას და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ: „მათ განვითარების საშუალება აქვთ. სამომავლოდ სტიმული ეძლევათ, იმისა, რომ განავითარონ თავიანთი საქმიანობა, რათა დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ“.

გამოფენა-გაყიდვას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში საპატიმროებში მუშაობენ.

გამოფენაზე ქალთა ციხის ერთ-ერთი პატიმრის ოთხი ნახატი მოხვდა. მან ეს ნამუშევრები ორგანიზაცია „სამოქალაქო ცნობიერებისა განვითარების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, ქალთა ციხეში ყოფნისას შექმნა. პროექტი „განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდა მსჯავრდებულთათავის“ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ქსნის #15 დაწესეულებასა და ქალთა ციხეში განახორციელა.

„სამოქალაქო ცნობიერებისა განვითარების ცენტრის“ დირექტორის მარინე ქევხიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ მსგავსი პროგრამების გავლის შემდეგ ყოფილი პატიმრები საზოგადოებაში ადგილს იმკვიდრებენ, ამით მცირდება ხელახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევებიც: „ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანები გულაცრუებულები არიან, ვერ გრძნობენ ხალხის თანადგომას, ამიტომ ისევ დანაშაულს ჩადიან. ამით კი მსგავსი შემთხვევები შემცირდება და საზოგადოებაც დაცული იქნება“.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
ახალციხეში ლელა ფერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო