FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ

მთავარისამართალი 05.06.2013
ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში იურიდიული დახმარების ცენტრები ამოქმედდა, სადაც რეგიონის მცხოვრებლებს იურიდიულ დახმარებას უსასყიდლოდ გაუწევენ

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ
არასამთავრობო ორაგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირმა” 2013 წლის 14 მაისიდან პროექტის ”უფლებების ადვოკატირებისათვის სამცხე-ჯავახეთში” განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამი სამართლებრივი ცენტრი ამოქმედდა: ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ცენტრებში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.

”სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტს დავეხმარებით. მართალია, ცენტრი მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტშია, მაგრამ რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეეძლება ამ დახმარების გამოყენება. ხშირად ხდება ისე, რომ ფინანსური პრობლემების გამო სოფლებიდან ვერ ჩამოდიან და მათი პრობლემა მოუგვარებელი რჩება. შეძლებისდაგვარად, ჩვენ წავალთ სოფლებში და ასეთ ადამიანებს ადგილზე აღმოვუჩენთ დახმარებას”,-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” მენეჯერი გიორგი ანდღულაძე.

მისივე თქმით, ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას მანამდეც უწევდა მოსახლეობას: ”თუმცა ეს პროექტი იმით გამოირჩევა, რომ ორგანიზაცია მოქალაქეების უფლებებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე დაიცავს”.

პროექტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი USAID-ისა და შვედეთის საელჩოსთან თანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო. პროექტის განხორციელებას ”დემოკრატ მესხთა კავშირის” კოალიცია ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრობამაც შეუწყო ხელი.

პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში 2000-მდე ადამიანს გაეწევა დახმარება.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ბავშვთა უფლებებზე ფოტოკონკურსი გამოცხადდა
'დემოკრატ მესხთა კავშირი' სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს
ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა
ფოტოკონკურსი სამცხე–ჯავახეთში – 'ერთი ფოტოს ისტორია'
UDM-ის ანგარიში საზოგადოებას