FM97.5 / LIVE

ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.03.2019
ახალციხის მერიის ინფორმაციით, თეატრთან შეთანხმებით, მსახიობები დამატებით ანაზღაურებას მუნიციპალიტეტის სოფლებში წარმოდგენების გამართვის ხარჯზე მიიღებენ. დამატებით გამოყოფილი თანხის ოდენობა 30 000 ლარი იქნება.

ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი

დაახლოებით, რა ჯდება სოფელში წარმოდგენის გამართვა, თეატრის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. თუმცა, როგორც დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, ეს შეთავაზება მსახიობების მოთხოვნას აკმაყოფილებს: „წელს პრობლემა მოიხსნება, თუმცა არ ვიცი მომავალ წელს რა მოხდება. იმედი მაქვს, რომ კულტურის სამინისტრო გადადგამს შესაბამის ნაბიჯს და გაზრდის ჩვენს ბიუჯეტს“.

მესხეთი თეატრი სოფლებში გასვლით წარმოდგენებს, გარდა ზამთრის სეზონისა, თვეში ერთხელ მართავს. წელს კი ახალი პირობის მიხედვით მეტ სპექტაკლს გამართავენ.

„მუსხი, ურაველი, აწყური, ვალე, გიორგიწმინდა, სხვილისი, საყუნეთი – სპექტაკლებს ამ სოფლებში დავდგამთ, ზოგადად ყოველ წელს თვეში რამდენიმე გასვლით წარმოდგენას ვმართავთ ხოლმე, თუმცა წელს ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ნაკლები პრემიერა გვექნება“, – ამბობს მესხეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

მსახიობები კი აცხადებენ, რომ ამ მოლაპარაკებით პრობლემა დროებით მოგვარდა და მომავალში რა იქნება არავინ იცის.

„ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ბუნტი არ გაგრძელებულიყო. წელს მოგვარდება, თუმცა პრობლემა კულტურის სამინისტრომ უნდა გადაჭრას“ – ამბობს მსახიობი ანი ხუბუტია.

კულტურის სამინისტროს აკისრებს პასუხისმგებლობას მსახიობი მანანა ბერიძეც: „ხელფასებზე პირველ რიგში სამინისტრომ უნდა იზრუნოს, მერიის შემოთავაზებაზე კი კომენტარს მანამდე ვერ გავაკეთებ, ვიდრე მსახიობები მიმდინარე თვის ოცში გაზრდილ ხელფასს არ მივიღებთ“.

2019 წელს მესხეთის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 225 000 ლარით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობიდან კი მემორანდუმით 50 000 ლარით, ხოლო 30 000 ლარს მერია თეატრს გასვლითი სპექტაკლებისთვის გამოუყოფს.

თეატრს შტატით 40, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი რვა თანამშრომელი ჰყავს. თეატრში 16 მსახიობია.

მესხეთის თეატრის მსახიობები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. ანაზღაურების მომატების მიზნით, მათ შეხვედრა, 21 თებერვალს, სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებულთან და ახალციხის მერთან გამართეს. თვითმმართველობიდან თეატრმა თანხის დამატების შესახებ დაპირება სწორედ ამ დღეს მიიღო, ამავე დღეს ისაუბრეს პრემიერების რაოდენობის შემცირებაზეც. წელს მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს დადგამენ, დაზოგილ თანხას კი მსახიობების ხელფასებში გადაანაწილებენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავენ
სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ
‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ
'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ
‘პრემიერს უნდა მივწეროთ’ - მესხეთის თეატრის მსახიობები დაკლებულ ხელფასს აპროტესტებენ
რამდენ ლარს გამოყოფს მერია თეატრში ხელფასების გასაზრდელად, 25 თებერვალს გაირკვევა
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის