FM97.5 / LIVE

‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.02.2019
მესხეთის სახელმწიფო თეატრის დასის წევრები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მათი ანაზღაურება არ გაზრდილა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მსახიობები მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მერს შეხვდნენ.

‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ

მესხეთის თეატრის მსახიობების ხელფასი ხელზე ასაღები 280–დან 480–ლარამდეა.

„უკვე წლებია რაც ჩვენი ხელფასი 300 ლარია და ამასაც დანაკლისებით ვიღებთ საპენსიო რეფორმის გამო. ამ საკითხზე ყოველთვის გვქონდა საუბარი თეატრის ადმინისტრციასთან, თუმცა მსახიობების სასიკეთოდ ჯერ ნაბიჯი არ გადადგმულა“, – აცხადებს მესხეთის თეატრის მსახიობი ანი ხუბუტია.

მსახიობი ხათუნა ღუღუნიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი ხელფასი მესხეთის თეატრის მსახიობებს აქვთ: „სხვა რეგიონების თეატრებში მსახიობების ხელფასი გაცილებით მეტია, ჩვენთან კი მხოლოდ 300 ლარია“.

როგორც მსახიობი მანანა ბერიძე ამბობს, თეატრში ყველაზე მაღალი ხელფასი, 480 ლარი, მას აქვს, მიუხედავად ამისა, იგი კოლეგების პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ დასის წევრებს ანაზღაურება უნდა გაეზარდოთ: „თეატრი უკვე დაშლის პირას იყო, ამიტომ გუშინ, ხელფასების მომატების მოთხოვნით, რეგიონის გუბერნატორს და ახალციხის მერს შევხვდით. დაგვპირდნენ, რომ მარტიდან ხელფასებს მოგვიმატებენ“.

რეგიონისა და ქალაქის პირველ პირებთან, ხელფასების მატების საკითხზე რომ შეთანხმდნენ, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელძღვანელი ლია სულუაშვილიც საუბრობს: „ორივე მათგანმა [გუბერნატორმა და მერმა] გამოხატეს მზაობა ჩვენი თხოვნის დასაკმაყოფილებლად, ახლა დაფინანსების საკითხი იურიდიულ ჩარჩოში უნდა მოექცეს“.

მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობიდან თეატრისთვის გათვალისწინებული 50 000 ლარია. როგორც მესხეთის თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მსახიობებს დაფინანსების გაზრდას 80 000 ლარამდე დაჰპირდა: „გარდა ამისა, დღეს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა შევხვდე და ხელფასების ზრდის სამართლებრივ ფორმაზე ვიმსჯელოთ“.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თეატრის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადასტურებენ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ. ახალციხის მერიიდან კი შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა მერია თეატრისთვის 30 000 ლარის დამატებას, პასუხს ველოდებით.

2019 წელს მესხეთის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 225 000 ლარით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობიდან კი 50 000 ლარით.
მესხეთის თეატრს შტატით 40, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი რვა თანამშრომელი ჰყავს. თეატრში 16 მსახიობია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ
რამდენ ლარს გამოყოფს მერია თეატრში ხელფასების გასაზრდელად, 25 თებერვალს გაირკვევა
სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ
ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი
‘პრემიერს უნდა მივწეროთ’ - მესხეთის თეატრის მსახიობები დაკლებულ ხელფასს აპროტესტებენ
მესხეთის თეატრის თანამშრომლებს ხელფასი სრულად დაერიცხათ
მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავენ