FM97.5 / LIVE

რამდენ ლარს გამოყოფს მერია თეატრში ხელფასების გასაზრდელად, 25 თებერვალს გაირკვევა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.02.2019
მესხეთის თეატრის დასის წევრები მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მერს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით შევხდნენ. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალციხის მერია თეატრს დაფინანსებას გაუზრდის, თანხის ზუსტი ოდენობა კი ორშაბათს, 25 თბერვალს გახდება ცნობილი.

რამდენ ლარს გამოყოფს მერია თეატრში ხელფასების გასაზრდელად, 25 თებერვალს გაირკვევა

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ორჯონიკიძემ განაცხადა.

„გავიგეთ, რომ თეატრში მდგომარეობა კრიტიკული იყო. კულტურის სამინისტროსთან ამ საკითხზე საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ მათი მხრიდან ხელფასების მომატების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა. ამიტომ შევჯერდით იმაზე, რომ მუნიციპალიტეტიდან გარკვეული თანხები გამოიყოფა, ასევე, თეატრს შევთავაზეთ, რომ შვიდი პრემიერის ნაცვლად ოთხი პრემიერა გამართოს და თანხები ხელფასებზე გადაანაწილოს“.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრისთვის თანხის დამატება რომ იგეგმება, ეს ახალციხის მერიაშიც დაგვიდასტურეს. თუმცა, რა ოდენობაზეა საუბარი თვითმმართველობაში ჯერ არ საუბრობენ.

ეკა ორჯონიკიძე კი ამბობ, რომ მერიის წარმომადგენლები თეატრის მსახიობებს ორშაბათს, 25 თებერვლას შეხვდებიან და დამატებთ გამოყოფილი თანხის ოდენობას გააცნობენ: „გუშინ მერს შეხვედრაზე კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა ხარჯთაღრიცხვა მიმდინარეობს და ორშაბათს გახდება ცნობილი, თუ რა რაოდენობით გაიზრდება მსახიობების ხელფასები“.

2019 წელს მესხეთის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 225 000 ლარით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობიდან კი 50 000 ლარით. მსახიობების ხელფასი ხელზე ასაღები 280–დან 480–ლარამდეა. შემოქმედებით დასის წევრები ამბობენ, რომ ეს თანხა ძაიან მიზერულია და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

თეატრს შტატით 40, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი რვა თანამშრომელი ჰყავს. თეატრში 16 მსახიობია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ
სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ
'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ
ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი
მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავენ
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
‘პრემიერს უნდა მივწეროთ’ - მესხეთის თეატრის მსახიობები დაკლებულ ხელფასს აპროტესტებენ