FM97.5 / LIVE

'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.03.2019
მესხეთის თეატრის მსახიობების ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა დასში ამბობენ, რომ მომატებული თანხა მიზერულია. მსახიობთა ხელფასებისათვის თანხა ახალციხის მერიამ გამოყო.

'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ

მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა დაბალი ხელფასები მიმდინარე წლის თებერვალში გააპროტესტეს. ისინი ანაზღაურების გაზრდას კულტურის სამინისტროსგან ითხოვდნენ.

ფინანსური პრობლემების შესახებ დასის წევრები მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მერთან მოლაპარაკებებს ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.

მესხეთის თეატრის მსახიობს, მანანა ბერიძეს ხელფასი 480 ლარიდან 600 ლარამდე მოემატა: "როგორც ვიცი სხვებს ნაკლები აქვთ. ცოტაა, მაგრამ მაინც მადლობას ვამბობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მერიამ თავის დანაპირები შეასრულა".

ხელფასის მატების მიუხედავად, თეატრის მსახიობი ანი ხუბუტია ამბობს, რომ მათი მოთხოვნა კულტურის სამინისტროს მიმართ, ძალაში რჩება: "ადგილობრივ მთავრობას რაც შეეძლო გააკეთა, თუმაც ეს მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდება, შემდეგ კი იგივე პრობლემა დადგება, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო წლიდან ჩვენს ხელფასზე კულტურის სამინისტრო იზრუნებს".

თებერვალში, მესხეთის თეატრის მსახიობებმა საკუთარი ანაზღაურების გარდა, ტექნიკური პერსონალის ხელფასების გადახედვის საკითხიც დააყენეს.

თეატრის სადადგმო ნაწილის გამგის, ელენე კვესელავას თქმით, ხელფასების მატება თავად ტექნიკურ პერსონალს არ მოუთხოვია, თუმცა მსახიობების მოთხოვნის შედეგად ხელფასი მაინც გაეზარდათ: "ჩვენ ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ მსახიობების მოთხოვნის შედეგად ხელფასი 40–დან 60 ლარამდე გაგვეზარდა. მართალია ეს დიდი არაფერია, მაგრამ მადლობის მეტი რა გვეთქმის".

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე ამბობს, რომ გარდა მომატებული ანაზღაურებისა, მსახიობებს ხელფასი გასვლითი სპექტაკლებიდან მიღებული შემოსავლებითაც გაეზრდებათ: "მართალია მსახიობებს ხელფასი მიზერულად გაეზარდათ, თუმცა ვადასტურებთ, რომ დამატებით შემოსავალს გასვლითი სპექტაკლებიდან მიიღებენ", – განმარტა ორჯონიკიძემ.

თუ სად და როდის გამართავს თეატრის დასი გასვლით წარმოდგენებს, ჯერ–ჯერობით უცნობია. "სამხრეთის კარიბჭე" სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ელოდება წერილობით პასუხს, იმის შესახებ, თუ რომელ სოფლებშია წარმოდგენის გამართვისთვის შესაფერისი შენობა.

2019 წელს მესხეთის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 225 000 ლარით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობიდან კი 50 000 ლარით.
მესხეთის თეატრს შტატით 40, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი რვა თანამშრომელი ჰყავს. თეატრში 16 მსახიობია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ
ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი
სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ
რამდენ ლარს გამოყოფს მერია თეატრში ხელფასების გასაზრდელად, 25 თებერვალს გაირკვევა
მესხეთის თეატრის თანამშრომლებს ხელფასი სრულად დაერიცხათ
მესხეთის თეატრის მსახიობებმა კულტურის სამინისტროს ღია წერილით მიმართეს
‘პრემიერს უნდა მივწეროთ’ - მესხეთის თეატრის მსახიობები დაკლებულ ხელფასს აპროტესტებენ