FM97.5 / LIVE

სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.02.2019
დღეს, 25 თებერვალს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის დირექტორთან ერთად დაითვლიან, თუ რამდენი ლარით სჭირდება დახმარება თეატრს იმისთვის, რომ მსახიობების ხელფასები გაიზარდოს.

სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ

მესხეთის თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ორჯონიკიძესთან ერთად მიმდინარე წლის ბიუჯეტს განიხილავს.

„დღევანდელ შეხვედრაზე თეატრი წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვას და გავიგებთ, რამდენი სპექტაკლი უნდა დაიდგას და რამდენი თანხა უნდა მივცეთ თეატრს იმისთვის, რომ მსახიობები არსად არ წავიდნენ“, – ამბობს ეკატერინე ორჯონიკიძე.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში აცხადებენ, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში წარსადგენ დოკუმენტზე მუშაობენ და შეხვედრა, რომელზეც მას განიხილავენ დღის ბოლომდე გაიმართება.

„ადგილობრივმა მთავრობამ დაადასტურა ჩვენი დახმარების მზაობა. ახლა ვმუშაობ დოკუმენტებზე და დღის განმავლობაში შევხვდები სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელს იმის გასარკვევად, თუ რა ფორმით და როგორ მოხდება ჩვენი დაკმაყოფილება“, – გვითხრა ირაკლი ათუნაშვილმა.

მესხეთის თეატრის მსახიობები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. ანაზღაურების მომატების მიზნით, მათ შეხვედრა, 21 თებერვალს, სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებულთან და ახალციხის მერთან გამართეს. შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ თეატრში წლის განმავლობაში შედარებით ნაკლები, მაგალითად, შვიდის ნაცვლად ოთხი პრემიერა გაიმართოს და თანხა მსახიობებს ხელფასს ამის ხარჯზე დაემატოს. ამავე დღეს გადაწყდა, რომ ახალციხის მერია თეატრს მიმდინარე წელს დაფინანსებას გაუზრდის.

2019 წელს მესხეთის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 225 000 ლარით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობიდან კი 50 000 ლარით.
თეატრს შტატით 40, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი რვა თანამშრომელი ჰყავს. თეატრში 16 მსახიობია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავენ
რამდენ ლარს გამოყოფს მერია თეატრში ხელფასების გასაზრდელად, 25 თებერვალს გაირკვევა
ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი
‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ
‘პრემიერს უნდა მივწეროთ’ - მესხეთის თეატრის მსახიობები დაკლებულ ხელფასს აპროტესტებენ
'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ
კვირის აქცენტი: ფინანსური პრობლემები მესხეთის თეატრში [Video]