FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის

მთავარიეკონომიკა 09.12.2015
2016 წელს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მერიისგან დაფინანსებული თანხით ექვსის ნაცვლად, რვა პრემიერას დადგამს.

ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
ახალციხის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფინანსების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. სპექტაკლების დასადგმელად ადგილობრვი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც 2015 წლის დაფინანსებასთან შედარებით 20 ათასი ლარით მეტია.

„2016 წლის სეზონზე ჩვენ გვექნება რვა ახალი პრემიერა. მერი თვითონ იყო დაინტერესებული, რომ დავეფინანსებინეთ. ეს თანხა თეატრისთვის მცირეა, მაგრამ მაინც მადლიერებას გამოვხატავთ“, – ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

მისი თქმით, წელს მესხეთის თეატრში ცხრა პრემიერა დაიდგა, აქედან ექვსი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამი კი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით.

„ძალიან საინტერესო ინფორმაცია გვაქვს, ახალ სეზონზე რეჟისორი თემურ ჩხეიძე დადგამს ჩვენთან სპექტაკლს, ასევე, იგეგმება პოლონელი რეჟისორის სპექტაკლის დადგმაც. რა პიესები იქნება ჯერ გადაწყვეტილი არ არის“, – ამბობს სულუაშვილი.

თეატრის ბიუჯეტი 2016 წელს 330 ათასი ლარი იქნება, აქედან 250 ათას ლარს კულტურის სამინისტრო გამოყოფს.

თეატრში ამჟამად 76 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 20 ხელშეკრულებითაა აყვანილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის თეატრში სეზონი იხურება
მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს