FM97.5 / LIVE

სამხარეო სამმართველოს შენობას დაკავებულები ეტაპობრივად ტოვებენ

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სამმართველოს შენობა კიდევ სამმა დაკავებულმა დატოვა.

სამხარეო სამმართველოს შენობას დაკავებულები ეტაპობრივად ტოვებენ
შენობიდან გამოსვლის შემდეგ ყველა მათგანი აცხადებს, რომ მათზე ზეწოლას ადგილი არ აქვს. ყველა მათგანს ჰკითხავენ და შემდგომ ათავისუფლებენ. მათივე ინფორმაციით, დაკითხვის შემდგომ გაათავისუფლებენ დანარჩენ დაკავებულებსაც.

შენობა უკვე დატოვა ათმა დაკავებულმა, შენობაში ამ დროისთვის 12 დაკავებული რჩება.

შსს ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენი მოქალაქე დააკავეს დღეს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შედეგად განვითარებული მოვლენების დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას 6 ადამიანი დააკავეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჭელაში მცხოვრებლებმა განუცხადეს, რომ სოფელში, მინარეთის დემონტაჟისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 11 ადამიანი დააკავეს. ამათგან, 6 ადამიანი მძიმედ იყო ნაცემი. რამდენიმე ადგილობრივი მოგვიანებით, სამმართველოს ეზოში სპეცრაზმმა დააკავა. ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭელაში დღეს, 26 აგვისტოს, მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. მანამდე, 20 აგვისტოს, მინარეთის დემონტაჟის შესახებ ადიგენის საკრებულომ ბრძანება გამოსცა. მოტივად მინარეთის მშენებლობის ნებართვის გარეშე დამონტაჟება დასახელდა. პარალელურად, მუსლიმებს 200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. თუმცა, მინარეთის დემონტაჟი დღეს გამგეობის ინიციატივით არ განხორციელებულა. შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით განხორციელდა.

მაშინ, როდესაც სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობდა, სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტილი იყო. პოლიციამ მიზეზად გზაზე მომხდარი ავარია დაასახელა. „სამხრეთის კარიბჭეს“ გზის ამ მონაკვეთზე ფეხით გავლის საშუალებაც კი არ მისცეს. ამავე დროს, ავარიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ ახალციხის საპატრულო სამსახურში.

გზა მას შემდეგ გაიხსნა, როცა მინარეთის ნაწილები სოფლიდან პოლიციის ავტომანქანების კოლონით გამოიტანეს. სოფელში ასულ „სამხრეთის კარიბჭეს“ გზაზე ავარიის კვალი არ შეხვედრია.

მინარეთის წამოღების შემდეგ, სამი სოფლის: ჭელის, ჭეჭლისა და საირმის მცხოვრებლები ავტომანქანების კოლონით ახალციხეში გამოემართნენ და სამხარეო სამმართველოს შენობასტან შეიკრიბნენ. სამმართველოს შენობასთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. სამმართველოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე ყველა დაკავებულს არ გაათავისუფლებენ.

მომხდარს გამოეხმაურნენ ქართველ მუსლიმთა კავშირი და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი . სოფელ ჭელაში მომხდარ ამბავზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმაც. ჭელაში მომხდარს გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობაც".

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის ინციდენტისას დაზარალებულები [Photo]
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
ლია მუხაშავრია: მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს ჭელის საქმის გამოძიება
 ვითარება ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ [Photo]
ჭელაში დაკავებულები ისევ სამმართველოში რჩებიან
ჭელის მცხოვრებლების თქმით, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა