FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებელი: 'მინარეთის დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა'

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა

ადიგენის გამგებელი:  'მინარეთის დემონტაჟი საბაჟომ განახორციელა'

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, მართალია, საკრებულომ გამოსცა ბრძანება მინარეთის დემონტაჟის შესახებ, მაგრამ დღეს დემონტაჟი გამგეობის ინიციატივით არ მომხდარა.

„დღეს დემონტაჟი განახორციელა საბაჟომ. იმიტომ, რომ საბაჟოზე შემოსული იყო დარღვევით, კოდები იყო არეული, სხვა რაღაცის ნაცვლად შემოიტანეს“, - განაცხადა სიმონ პარუნაშვილმა.

მისივე თქმით, მინარეთი ნამდვილად უკანონოდ იყო მიდგმული. საქმეს ადიგენის პოლიცია იკვლევდა და გამგეობაში მიმართვა პოლიციიდან შევიდა. ამის შემდეგ, გამგეობამ საქმის შესწავლა დაიწყო. არქიტექტურის სამსახურმა მუსლიმებს ნებართვის მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა.

„10 დღე ჰქონდათ ვადა, 15 აგვისტომდე უნდა შემოეტანათ გამგეობაში დოკუმენტაცია. რადგან არ წარმოადგინეს, საკრებულომ გამოსცა ბრძანება მინარეთის დემონტაჟისა და მათი დაჯარიმების შესახებ. მაგრამ, ვიმეორებ, დღეს ჩვენ არ განგვიხორციელებია დემონტაჟი“, - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, პოლიცია წესრიგის უზრუნველსაყოფად იყო მობილიზებული. რაც შეეხება მინარეთს, იგი საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა წაიღეს: „ჩაუტარდება ექსპერტიზა და როცა ყველაფერი გაირკვევა, ალბათ ისევ უკან დააბრუნებენ“.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ინტერესდებიან და ზოგადად რა მდგომარეობაა ადიგენში უკანონო მშენებლობების კუთხით, გამგებელი გვპასუხობს, რომ დემონტაჟი ხშირად არ ხდება, მაგრამ არქიტექტურის სამსახური ყველა უკანონო მიშენებას სწავლობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებ
ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა
ლია მუხაშავრია: მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს ჭელის საქმის გამოძიება
ჭელის ინციდენტისას დაზარალებულები [Photo]
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ადიგენის გამგეობამ ჭელის საქმის შესწავლა დაიწყო