FM97.5 / LIVE

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მუსლიმთა შელახული უფლებების აღსადგენად

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
"26 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორია, რომელზეც მეჩეთი მდებარეობს წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას.

სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ მინარეთის დემონტაჟს მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება; ნაცემი და დაკავებულია 11 მუსლიმი მოქალაქე.

იმ ფონზე, როდესაც ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლოცვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება, როდესაც პასუხისგებაში არ არიან მიცემული მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებების დამრღვევი პირები, რის შედეგადაც სისტემური ხასიათი მიიღო მუსლიმთა დევნამ, სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმეგბლო ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში რელიგიური მშვიდობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კატეგორიულად გმობს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს; აფასებს ამ ფაქტს, როგორც მუსლიმთა მორიგ დისკრიმინაციას და მიმართავს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათი შელახული უფლებების აღსადგენად", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს კი ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით,პოლიციამ ადგილობრივები დააშინა და ტელეფონები გაათიშინა.ამ წუთებში მუსლიმები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან არიან შეკრებილი და დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მცხოვრებლების თქმით, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა
ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჭელის მცხოვრებლების თქმით, 6 ადამიანი უგონოდაა ნაცემი
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
მუფთი ასლან აბაშიძე: აჭარელი მუსლიმები ახალციხისკენ მიემართებიან
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს