FM97.5 / LIVE

სერგეი მინასიანი: 'ხელისუფლება ჯავახეთში ძველ მეთოდებს იყენებს'

მთავარიპოლიტიკა 07.08.2013
ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, სომხური ენის სტატუსზე, ჯავახეთში არსებულ ვითარებაზე, ორმაგ მოქალაქეობასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამხრეთის კარიბჭე“ ექსპერტ-პოლიტოლოგს სერგეი მინასიანს ესაუბრა.

სერგეი მინასიანი: 'ხელისუფლება ჯავახეთში ძველ მეთოდებს იყენებს'

- როგორია ქვეყნის შიდა პოლიტიკა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

საქართველოს ახალი მთავრობის თავისებურება ისაა, რომ ხელისუფლებაში მოულოდნელად მოვიდა, თავისთვისაც კი... ამით აიხსნება გარკვეული პრობლემები, თუნდაც, საკადრო შემადგენლობასთან დაკავშირებით.

პოლიტიკურ ლიდერთა დიდ ნაწილს, თუნდაც მათ, ვინც ახლა მინისტრები არიან, ოქტომბრის არჩევნებამდე ვერც კი წარმოედგინათ, რომ შეიძლება ეს პოსტი დაეკავებინათ და საქართველოს მართვის სხვადასხვა სფეროზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევდათ.

რაც შეეხება ზოგადად მოლოდინებს, როგორც მთელ საქართველოში, ამ რეგიონშიც იყო ბევრი გაუმართლებელი მოლოდინი. საქართველოს მთელი საზოგადოება ძირითადად აგრძელებს ქვეყნის მთავრობისგან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯის მოლოდინს. შეიძლება ითქვას, სისხლს მოითხოვენ, რისი გაკეთებაც ივანიშვილის მთავრობას არ შეუძლია, უმეტეს წილად დასავლური სტრუქტურებისა და ევროპული ორგანიზაციების, აშშ–სა და სხვათა ზეწოლისა და პოზიციის გამო.

– ფიქრობთ, რომ ამას ელიან ჯავახეთშიც?

ჯავახეთში ცოტა სხვანაირი ვითარებაა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შესამჩნევია, რომ პირველ რიგში პერიფერიულობის გამო, რეგიონი ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტებში არათუ მეორე, არამედ მესამე ადგილზეა.

პირველ რიგში, რეგიონამდე ცვლილებები გარკვეული დაგვიანებით აღწევს. ახალმა ხელისუფლებამ ჯერ არ იცის როგორ, მაგრამ ცდილობს ამ რეგიონში პოლიტიკის ფორმირებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ პრიორიტეტი ძველ მეთოდებს ენიჭება, როცა სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობენ ძალოვანი სტრუქტურები, პოლიციის წარმომადგენლები, სპეცსამსახურები და არა თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები.

ასეთი ვითარება ტიპურია არა მხოლოდ ჯავახეთის, არამედ მაგალითად ქვემო ქართლისა და სამეგრელოსთვის. ეს გასაგებიცაა, რადგან ერთგვარი ეთნო–რეგიონული სპეციფიკის რეგიონებისთვის ახალ ხელისუფლებას ვითარების შეცვლის სწრაფი რეცეპტი არ გააჩნია. ამის გამო ისინიც მთლიანობაში ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას აგრძელებენ.
ამასთან ერთად, საქართველოში საზოგადოებრივი კლიმატის შემსუბუქებამ, ყოველ შემთხვევაში ჯავახეთში, შიშის ატმოსფერო გააქრო, რაც უდავოდ შეიძლება ახალი ხელისუფლების დიდ მიღწევად მივიჩნიოთ.

– უკვე ცნობილია საპრეზიდენტო კანდიდატები პოზიციიდანაც და ოპოზიციიდანაც. შეგიძლიათ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება?

ვფიქრობ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ერთ–ერთი ყველაზე დიდი უპირატესობის მქონე კანდიდატია. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატს, კერძოდ დავით ბაქრაძეს წარმოადგენს, თუმცა მგონია, რომ ზოგიერთი სხვა კანდიდატიც საკმაოდ შესამჩნევი იქნება.

ახლანდელი მთავრობისთვის პრინციპული იქნება, რომ მათმა კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს და ასევე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი მეორე ადგილზე ვერ გავიდეს.

– რატომ არის ეს ასე ძალიან მნიშვნელოვანი?

რადგან ეს გარე აუდიტორიისთვის იქნება მტკიცებულება, რომ კრიტიკა, რომელიც ახალი ხელისუფლების მისამართით ისმის, თითქოსდა კრიმინალური საქმეები, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობს, პოლიტიკრად მოტივირებულია, დაუმსახურებელია.

ქართულ ხელისუფლებას არ ჭირდება ყოფილი მთავრობის წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნა, რომლებიც განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს არ ფლობენ.

– ამბობთ, რომ ჯავახეთში ვითარებას ძალოვანი უწყება აკონტროლებს. როგორ ფიქრობთ, რა ვითარება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

ესაა ძალიან მარტივი მეთოდი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის სწორი ან ეფექტურია. ბევრ ადამიანს ეშინია და შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურები თავად არიან დაინტერესებულნი, რომ ახლანდელი ვითარება შეცვალონ. ამიტომ სანამ დღევანდელ ხელისუფლებას ხელი ყველა დანარჩენი მიმართულებით არ გაეხსნება, განსაკუთრებულ განვითარებას არ უნდა ველოდოთ.

– როგორ აფასებთ საკადრო ცვლილებებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში?

როგორც ვიცით, ესაა ცვლილებები, რომლებიც ახლახანს მოხდა. კარგია ეს თუ ცუდი, ჯერ ვერ ვიტყვით.
სხვა საქმეა, რომ პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფორმალურად მაინც იყო დემოკრატიული არჩევნების პროცედურა.

თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, იყოს ერთი პრეცედენტი მაინც, მომავალი წლისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც მართლაც დავინახავთ, მოხდა თუ არა რეგიონში თვითმმართველობის სისტემის რეალური განვითარება.

– მთავრობის შეცვლის შემდეგ ადგილობრივ დონეზე დაისვა სომხური ენის სტატუსის საკითხი. რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნული საკითხის წინ წამოწევა?

პირველ რიგში, სიტუაციის დარეგულირება იმით აიხსნება, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შიშის ატმოსფერო გაქრა, რაც საქართველოს ამ რეგიონში პოლიტიკურ–რეპრესიული იყო. და რატომ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი? ერთი უბრალო მიზეზით, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები მეტწილად ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები არიან და გადაწყვეტილებების მიღებისა და ბოლომდე მიყვანის პროცესში შინაგანი დამოუკიდებლობა არ არსებობს. ჩემი აზრით, ეს საკითხი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს.

– როგორ შეიძლება გადაწყდეს ორმაგი მოქალაქეობის საკითხი? როგორ ფიქრობთ, შეიცვლება საკანონმდებლო რეგულირება?

არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის. მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვისაც.
ეს საკითხები თეორიულად საკმაოდ მძაფრად დგას, რადგან აღნიშნული მომენტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს მოქცეული.

ნათელია, რომ პირველ რიგში საუბარია ხალხზე, ვინც სომხეთის მოქალაქეობა პირველ რიგში სოციალურ–ეკონომიკური გარემოებების გამო მიიღეს, რაც მათ რუსეთში სამუშაოდ წასვლის საშუალებას აძლევთ. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი განხილვის ერთ–ერთი თემაა სახელმწიფოთაშორის დონეზე და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალი სისტემა, რომელმაც აქცენტები შეცვალა
წინასაარჩევნო განწყობები ახალქალაქში
გიორგი ელიბეგოვი: „ქართულ ოცნებას“ ჯავახეთი არ აინტერესებს“
საქართველოს ეკონომიკური მომავალი
ლია მუხაშავრია: "მთავარია, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეჩერდეს"
ახალი მთავრობა და ახალი რეგიონული პოლიტიკა
ივანიშვილის გეგმები რეგიონებში