FM97.5 / LIVE

ივანიშვილის გეგმები რეგიონებში

მთავარიპოლიტიკა 17.02.2012
დაიწყო თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ოფისების გახსნა რეგიონებში; როგორ აპირებს მხარდამჭერების შემოკრებას; რომელ რეგიონშია ყველაზე რთული ვითარება და როგორ აპირებენ მომხრეების დაცვას, - ’’სამხრეთის კარიბჭის” კითხვებს ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი პასუხობს

- თქვენი საინიციატივო ჯგუფი უკვე ცნობილია... რა გეგმები გაქვთ რეგიონებთან დაკავშირებით? გახსენით თუ არა ოფისები რეგიონებში?

- როგორც მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე წარადგინა თავისი მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფი, რასაც სულ მალე მოყვება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა კოალიციის გამოცხადება. ოფისების გახსნასთან დაკავშირებით, წინასწარი სამუშაოები ჩატარებულია და ახლაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ როგორც კი კოალიციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდება, დაიწყოს ოფისების გახსნა. ჩვენი ოფისები თითქმის ყველა ქალაქში გაიხსნება.

- წარმომადგენლები თუ გყავთ რეგიონებში? თუ არის შემთხვები, როცა შიშის გამო ვერ ბედავენ თქვენს პარტიაში გაწევრიანებას?

- საარჩევნო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში უმთავრესი ადგილი, ბუნებრივია, ადამიანებს უჭირავთ. ახლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა და კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალთა ადამიანური რესურსის გაერთიანების პროცესი, რაც ასევე მოკლე დროში დასრულდება და საარჩევნოდ კოალიციას ეყოლება კარგად მობილიზებული, შეთანხმებული და ერთ მონოლითად ჩამოყალიბებული საარჩევნო არმია.

- რომელ რეგიონშია ყველაზე უფრო რთული ვითარება, თქვენი მხარდამჭერების დაშინების თვალსაზრისით?

- ჯერ მოგახსენებთ, სად არის ყველაზე უფრო სახარბიელო მდგომარეობა. ეს არის შიდა ქართლი, გურია, იმერეთი. რთული ვითარებაა სამეგრელოში, ვინაიდან ახალაიების კლანმა პრაქტიკულად სამხედრო დიქტატურა დაამყარა. თუმცა, ჩვენ ეს არ გვაშინებს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ რეგიონებში ვითარება კარდინალურად შეიცვალა და ხალხს იმედი და საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა გაუჩნდა.

- გყავთ წარმომადგენლები ახალციხეში?

- კონკრეტულად ახალციხეში არსებობს რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი. მიმდინარეობს მათთან მუშაობა და მალე გამოიკვეთება ის ადამიანები, ვისაც ვანდობთ ჩვენი გაერთიანების სახელით რეგიონში საქმიანობას.
- რამდენად გაქვთ მხარდაჭერის იმედი ვანო მერაბიშვილის რეგიონიდან?

- სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცილებით უფრო ღირსეული ადამიანები ცხოვრბდნენ და ცხოვრობენ, ვიდრე ვანო მერაბიშვილი და მისი გარემოცვაა. ამიტომაც ჩვენ გვაქვს იმ ადამიანების იმედი, რომლებიც თვლიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და მზად არიან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისთვის.
- როგორ აპირებთ იმ ადამიანების დაცვას, რომლებსაც პრობლემებს უქმნიან თქვენთან თანამშრომლობის გამო?

- ამის წარმატებული პირველი მაგალითები უკვე გვქონდა კოალიციაში შემავალი ცალკეული სუბიექტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტების აღკვეთის თვალსაზრისით. ამასთან, ძალიან მაღალია ყურადღება ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის და თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველა ზომას ვიხმართ, რათა ხელისუფლებამ შეწყვიტოს ჩვენი მხარდამჭერების დევნა და მათზე ზეწოლა, მაგრამ თუკი მათი მხრიდან მსგავსი უკანონობა კვლავ გაგრძელდება, ჩვენ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მათი ოჯახის წევრებს ყოველმხრივ აღმოვუჩენთ დახმარებას.
- ერთმანდატიან მაჟორიოტარულ ოლქებში, იმისთვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური ხმების გაყოფა, ერთ კანდიდატზე შეთანხმებას აპირებთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ კოალიციაში არსებულ ყველა პარტიასთან ადვილი შესაძლებელი იქნება ამ შეთანხმების მიღწევა?

- სწორედ ამ კითხვაზე პასუხს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული შეთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და ცალკეული ადამიანების მიმართ, რომლებიც იზიარებენ კოალიციის ღირებულებებს და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის უალტერნატივობას.
- გაუმართლებლად მიგაჩნიათ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შესული ცვლილება...

- ეს გამუართლებელია პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არაა პარტიათა დაფინანსების საკითხის მოწესრიგების მცდელობა, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ იმავე ხერხებით ბრძოლა ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე არ დაუშვას ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა. ამ ცვლილებებით ხელისუფლება, ერთის მხრივ იტოვებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეუზღუდავ უფლებას, და მეორეს მხრივ არ აძლევს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს განვითარებისა და პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად თანამონაწილეობის მიზნით თანხების მოზიდვის შესაძლებლობას.

- როგორც წესი ოპოზიციური პარტიები რეგიონებში მხოლოდ არჩევნების წინ აქტიურდებიან, ხსნიან ოფისებს, არჩევნების შემდეგ ისევ ქრებიან. იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში ვერ მოხვალთ და ოპოზიციაში დარჩებით, გააგრძელებს ფუნქცინირებას თქვენი ოფისები რეგიონებში?

- ბიძინა ივანიშვილის კოალიცია აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში და განახორციელებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც ყველას მისცემს სრულფასოვანი ფუნქციონირების შესაძლებლობას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
ვანო მერაბიშვილი: 'მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დევნა'
ახალი სისტემა, რომელმაც აქცენტები შეცვალა
'ჩვენ უნდა შევასრულოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მესიჯი' [Video]
"ნაციონალები" ბიძინა ივანიშვილის ახალციხეში ჩამოსვლას აპროტესტებენ
გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
"ჩემი პოლიტიკაში ყოფნა არა ჩემი სურვილი, არამედ ჩემი მოვალეობაა“