FM97.5 / LIVE

ახალი სისტემა, რომელმაც აქცენტები შეცვალა

მთავარიპოლიტიკა 11.07.2012
საქართველოს მმართველობის სისტემის შეცვლის მიზეზებზე, საპარლამენტო მმართველობის თავისებურებებსა და ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე “კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის” თავმჯდომარე გია ნოდია საუბრობს

ახალი სისტემა, რომელმაც აქცენტები შეცვალა

- რატომ გადაწყვიტა საქართველომ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა?

ჩვენ პოლიტიკური ტრადიციებისა და კიდევ ცალკეულ პიროვნებებზე მეტისმეტად ძლიერი აქცენტის გაკეთების გამო დიდი ხანია გვაკრიტიკებენ. ერთი პირის ხელში ძალიან დიდი ძალაუფლებაა. ტრადიციულად, როგორც ყველას გვახსოვს, გამსახურდიას ეპოქა, შევარდნაძის ეპოქა, სააკაშვილის ეპოქა – იყვნენ სხვადასხვა ადამიანები, მაგრამ ერთ პიროვნებაზე მაინც ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ძირითადი მიზეზი აქ პოლიტიკური კულტურაა, და არა ფორმალური პოლიტიკური სისტემა.

საპარლამენტო სისტემის უპირატესობა სერიოზული მოქნილობაა. როცა მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია, სისტემა მოქნილი არ არის, ანუ არჩევნებზე ძალიან დიდი “ფსონები” კეთდება – შენ ან პრეზიდენტი ხარ და ყველაფერი გაქვს, ან პრეზიდენტი არ ხარ და აღარაფერი გრჩება. საპარლამენტო სისტემა უფრო მოქნილია, რადგან შეიძლება რომელიმე პარტიამ ვერც აიღოს 50%-ზე მეტი. ამ შემთხვევაში შეიქმნება კოალიციები. ხალხის უკმაყოფილების შემთხვევაში, გაცილებით იოლი იქნება პრემიერ-მინისტრის შეცვლა, ვიდრე პრეზიდენტისა, რადგან ამ სიტუაციაში ყველაფერს პარლამენტი გადაწყვეტს.

- ხშირად მმართველობის სისტემის ცვლილება ახლანდელი პრეზიდენტის ხელში ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობად აღიქმება...

ამას შეთქმულების თეორიას ან ვარაუდს უწოდებენ, შეიძლება ასეა, შეიძლება არა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის მოტივაცია სწორედ ეს იყო, მაგრამ დამტკიცება შეუძლებელია.

უნდა აღვნიშნო, არასდროს მჯეროდა, რომ ეს ასე იყო. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კონსტიტუციის მიღების დროს ზუსტად არ იცოდა, რას გეგმავდა, ამიტომ ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.

დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს, თუმცა, ვფიქრობ, მაინც ასე მოხდება.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, ცვლილებები, რომლის შედეგადაც ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, არა მხოლოდ წინასაარჩევნო მანევრია, არამედ განცხადებაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სააკაშვილი არ იქნება.

დღეს შეუძლებელია ზუსტად თქვა, ნახევარი წლის შემდეგ რა მოხდება. არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში, ეს არის მინიშნება, რომ ის ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომლის ხელშიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დიდი ძალაუფლება აღმოჩნდება, იქნება სწორედ ვანო მერაბიშვილი და შესაბამისად, არა მიხეილ სააკაშვილი.

- მაგრამ ამჯერად ოპოზიცია ძალიან აქტიურია. რას ფიქრობთ, როგორი არჩევნები გველოდება?

ასე რომ ვთქვათ, მოცემულ შემთხვევაში იქნება ორი, სამი განზომილებაც კი. არჩევნები კონკურენტული იქნება, ბევრად უფრო კონკურენტული, ვიდრე თავიდან მოველოდით. ოპოზიცია ძლიერია საიმისოდ, რომ ხელისუფლება “დუელში” გამოიწვიოს. წინასწარ თქმა ძალიან ძნელია და უმადური საქმეც არის.

იმ ინფორმაციით, რომელსაც გამოკითხვების წყალობით ამჟამად ვფლობთ, სახელისუფლებო პარტიას გამარჯვების მეტი შანსი აქვს. მიუხედავად ოპოზიციის აქტიურობისა, რეგიონებში მის მიერ საარჩევნო კამპანიების ჩატარებისა, მთავრობას მაინც უფრო მეტი ალბათობა აქვს, თუმცა, ზუსტად ვერაფერს ვიტყვით.

მეორე განზომილება კი, რაც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა – იქნება თუ არა ეს არჩევნები მშვიდობიანი.

- მმართველი პარტიის მთავარ ოპონენტს ბიძინა ივანიშვილს, თქვენი აზრით, აქვს თუ არა მხარდაჭერა რეგიონებში?

ტრადიციულად, რეგიონებში მხარდაჭერა ნაკლები იქნება, ვიდრე თბილისში. ეს საწყისი რეალობაა და ამიტომ ივანიშვილი რეგიონების მხარდაჭერის მოპოვებას ახლა ცდილობს, პირველ რიგში, მიტინგების საშუალებით.

გარდა ამისა, პარლამენტი დათანხმდა პრინციპის “must carry & must offer” მიღებას, რაც ნიშნავს, რომ ყველა საკაბელო ტელევიზია ვალდებული იქნება ყველა ტელეარხის ტრანსლაცია განახორციელოს, მათ შორის, ოპოზიციური არხებისაც.

არჩევნების წინა ორი თვე გადამწყვეტია, აქ უკვე მასმედიაში ხელისუფლების გადამწყვეტ უპირატესობაზე საუბარიც აღარ შეიძლება. ახლაც არ აქვს დიდი პრივილეგია, რადგან თბილისში ხალხს ოპოზიციური არხების ყურებაც შეუძლია და რეგიონებშიც აქეთ მიდის. ამიტომაც სიტუაცია ამან შეიძლება შეცვალოს, მაგრამ ისევ და ისევ, ეს მომავლის საქმეა.

- რეგიონებში “ქართული ოცნება” ცნობილი ხდება ამ კოალიციის აქტივისტების დაპატიმრებითა და სისხლის სამართლის დევნით. თქვენი აზრით, ამ გზით მეტ დივიდენდს მთავრობა მიიწერს თუ “ქართული ოცნება”?


ეს, რასაკვირველია, მინუსია სამთავრობო პარტიისთვის. კონკრეტული სისხლის სამართლის შემთხვევებში, შესაძლოა საფუძველი მართლაც იყო, მაგრამ კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლის დევნა მათი ოპოზიციისადმი მიკუთვნებულობის ნიშნის გამო – აქ მთავარი არა საქმის იურიდიული მხარეა, არამედ მთავრობის იმიჯიც ისეთია, რომ ის რაღაცეების გაკეთებას რეპრესიების ხარჯზე ცდილობს.

ეს მთავრობისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ივანიშვილის გათვლაც ასეთია, იგი ერთგვარად ხელისუფლების პროვოცირებას ცდილობს.

დავუშვათ, როდესაც მან პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით რაღაც კანონები დაარღვია, შეგნებულად არ გადაიხადა ჯარიმა 6-7 მლნ. ლარი, რაც შეიძლება ჩვენთვისაა დიდი თანხა, მისთვის კი ხურდა ფულია. ვფიქრობ, ეს სწორედ მთავრობის იმიჯის შესალახად გააკეთა, რომ მას რეპრესიებს უწყობენ და ეს არჩევნების შედეგებზე როგორ იმოქმედებს, ხალხის თვალსაზრისს როგორ შეცვლის, ვნახავთ. ამან შეიძლება სხვადასხვაგვარად იმოქმედოს. ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნო კამპანიაში თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

ვფიქრობ, მთავრობა მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით არც ისე ბრძნულად და შორსმხედველურად მოიქცა. რამდენადაც მე შემიძლია ვიმსჯელო, ხელისუფლებას ამ ნაბიჯის იურიდიული საფუძველი ნამდვილად ქონდა, მაგრამ მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, პრობლემა უნდა მოეგვარებინა და მოქალაქეობა რაც შეიძლება მალე მიეცა, რათა ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარიყო.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სერგეი მინასიანი: 'ხელისუფლება ჯავახეთში ძველ მეთოდებს იყენებს'
წინასაარჩევნო განწყობები ახალქალაქში
რა რისკებს შეიცავს შრომის კოდექსის კანონპროექტი
ივანიშვილის გეგმები რეგიონებში
'გადაწყვეტილება მიღებული მაქვს რომელ პარტიაში გავერთიანდები' – ვანო მერაბიშვილი
ლია მუხაშავრია: "მთავარია, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არ შეჩერდეს"
‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან