FM97.5 / LIVE

გიორგი ელიბეგოვი: „ქართულ ოცნებას“ ჯავახეთი არ აინტერესებს“

მთავარიპოლიტიკა 23.09.2013
როგორ აისახა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებზე, - „სამხრეთის კარიბჭე“ „ქართული ოცნების“ წევრს, ეროვნებათშორისი და ეროვნული უმცირესობების საკითხების ექსპერტს გიორგი ელიბეგოვს ესაუბრა.

გიორგი ელიბეგოვი: „ქართულ ოცნებას“ ჯავახეთი არ აინტერესებს“
- როგორია „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული პოლიტიკა ეროვნულ უმცირესობებთან, კერძოდ სომხურ თემთან დაკავშირებით?

არანაირი, უფრო ზუსტად კი, სრული იგნორირება. დღეს არ არის ერთი ეთნიკური სომეხიც კი, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებში რაიმე თანამდებობა ექნებოდა. მე თავად მივეცი რეკომენდაცია რამდენიმე ახალგაზრდას საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლებით, დაახლოებით 20 ადამიანს. ყველგან და სრულად ბლოკავენ ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდობას, თუმცა აზერბაიჯანელებს უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ნიშნავენ. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ეს მიზეზები?

პირველ რიგში არის არაოფიციალური ვერსია, რომ ოფიციალური ბაქო პირად საუბრებში ხშირად ახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ ის იაფი ენერგორესურსის ძირითადი მომწოდებელია და ეთნიკური სომხების სახელმწიფო თანამდებობებზე დაწინაურებით ამ ენერგორესურსებზე ფასები მაშინვე აიწევს. მეორე ფაქტორია აზერბაიჯანული ლობი, აქ, საქართველოში იხარჯება უაზარმაზარი ფული, სხვადასხვა პროექტებზე, წელიწადში 600 მილიონი.

- „ქართულ ოცნებაში“ რამდენი წევრია ეროვნებით სომეხი?

დაახლოებით 25 ადამიანი აქტიურად მონაწილეობდა მთელ საარჩევნო პერიოდში და ძალიან ბევრმა საკუთარი თავიც და ოჯახიც რისკის ქვეშ დააყენა. თუმცა როდესაც ირჩევდნენ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ეთნიკური სომეხის ნაცვლად იეზიდი შეიყვანეს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საგანელიძემ თქვა, რომ სომეხ მოქალაქეებს აქ არაფერი ესაქმებათ.

- ფიქრობთ, რომ ამასაც კონკრეტული მიზეზი აქვს?

მიზეზი სომხეთის პასიური დამოკიდებულებაა. ექვსი წელიწადია სომხეთის დიასპორის მინისტრს საქართველო არ მოუნახულებია. ჰრანუშ აკოფიანის ბოლო ვიზიტი იყო ნახევარი დღით, დელეგაციასთან ერთად. მათ პრემიერ მინისტრთან ერთად ნორაშენი დაათვალიერეს და როგორც ყოველთვის, წასვლისას ბევრი დაპირებები დატოვეს.

ერთადერთი, ვინც რაიმეს გაკეთებას ცდილობს თბილისელი ეთნიკური სომხებისთვის და ინიციატივებით გამოდის, ესაა საქართველოში სომხეთის ელჩი ჰოვჰანეს მანუკიანი.

- ჯავახეთში ვიზიტი არ ჰქონია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს, თქვენ როგორ ახსნით ამ ფაქტს?

ჩემი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ახალქალაქში აქციებით დაემუქრნენ. ახლანდელი წევრები კი, ვინც „ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობენ, როგორც ჩანს ვერ ერევიან პარტიულ საქმეებს და შეხვედრის ორგანიზებაც ვერ მოახერხეს.

თუმცა არის სხვა მიზეზიც. უბრალოდ ეს რეგიონი მათ არ აინტერესებთ. საქმე ისაა, რომ ყველამ იცის, რომ ამ რეგიონში მოხდა არჩევნების ფალსიფიცირება ისე, როგორც ხელისუფლებას უნდოდა. და ახლა „ქართული ოცნება“ ენმ-სთან შეთანხმებით აქ ხმებს იყოფს.

არის სხვა ვერსიაც. ძალიან დიდ ინვესტიციას, 1 მილიარდ დოლარს, ივანიშვილი პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ჩადებს ატარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ჩემი ცნობებით, აზერბაიჯანი ამ პროექტით დაინტერესებულია და არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანელები ითხოვდნენ ეთნიკური სომხებით კომპატურად დასახლებული ამ რეგიონის (სამცხე-ჯავახეთი „ს.კ.“) ნაკლებად წამოწევას.

- რატომ „თქვა უარი“ „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქში თავის წევრებსა და აქტივისტებზე, რომლებიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს რისკზე წავიდნენ?

მათ შეცვლას სწორ ნაბიჯად მივიჩნევ. ასეთი კორუმპირებული და საეჭვო პიროვნებების მიშვება ძალაუფლებასთან, ჩემი აზრით, არ შეიძლება.

- საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების დროს წარმართული წინასაარჩევნო აგიტაციისას უამრავი დაპირება გასცა, დაპირებები განამტკიცა სომხეთში ვიზიტის დროსაც. შეასრულებს თუ არა ამ დაპირებებს პოსტის დატოვებამდე?

ყველა დაპირება, რაც ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრების დროს გააჟღერა, დაპირებებადვე დარჩა. ისინი კი ბევრი იყო. იგი 5 სადავო ეკლესიის გარემონტებასაც დაგვპირდა. ასევე სომხური თეატრის რემონტის ჩატარებასაც, მხოლოდ იმ პირობით, რომ თეატრის ადმინისტრაცია შეიცვლებოდა და სხვა მრავალს.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
მარგველაშვილს ახალქალაქში პურითა და მარილით დახვდნენ
პრემიერის მოსაზრებას, სამცხე-ჯავახეთში ბაქრაძის ლიდერობის შესახებ, "ოცნების" შტაბები არ იზიარებენ
მიხეილ აიდინოვი: „ხელისუფლებაში ბევრი კონსერვატორია“
სერგეი მინასიანი: 'ხელისუფლება ჯავახეთში ძველ მეთოდებს იყენებს'
ბიძინა ივანიშვილი გეგმავს სომხურ დიასპორას მეტი ყურადღება მიაქციოს