FM97.5 / LIVE
ახალი მთავრობა და ახალი რეგიონული პოლიტიკა

ახალი მთავრობა და ახალი რეგიონული პოლიტიკა

მთავარიპოლიტიკა 09.02.2013
შესაძლებელია თუ არა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოება საქართველოს შემთხვევაში, რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების არსებობის პირობებში და როგორი იქნება რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოს ახალი მთავრობის დროს.

ახალი მთავრობა და ახალი რეგიონული პოლიტიკა
სამხრეთ კავკასია რთული რეგიონია. სამი მოუგვარებელი კონფლიქტი, სახელმწიფოებს შორის არსებული რთული ურთიერთობები, ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ ურთიერთობის არარსებობა. აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან სომხეთის იზოლაცია. სომხეთისა და თურქეთის საზღვრების ჩაკეტვის თემაში მოქცეული სომხების გენოციდის აღიარების საკითხი. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საზღვარზე ყოველდღიური სროლები აქვთ, სამხედრო რიტორიკით, რაც სისხლიან ეროვნებათშორის მტრობაშია გადაზრდილი. საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების თემაა ორი ტერიტორია: აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, 2008 წლის ომი და სამაჩბლოში განახლებული კოფლიქტი, რასაც თან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ახლავს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზემოთჩამოთვლილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები დაიძაბა და გართულდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნების საზღვრების წაშლითა და ნაციონალური „თანასწორობის“ შემოტანით მომავალი კონფლიქტებისთვის ყველა წინაპირობა შექმნა.
საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანას საკუთარი გზა და სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის საკუთარი ხედვა ქონდა. მომგებიანი ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანთან და თურქეთთან; დიპლომატიური, მაგრამ არა „ისეთი თბილი“ ურთიერთობა სომხეთთან; გაწყვეტილი ურთიერთობა რუსეთთან და პარალელურად პირდაპირი ვექტორი დასავლეთისკენ.

არჩევნების შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. როგორ ხედავს ახალი მთავრობა საქართველოს ურთიერთობებს მეზობლებთან? საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მეზობლური ურთიერთობები ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა მეზობელთან და საქართველოს ერთადერთი ცუდი, დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან „გასაგები მიზეზების“ გამო. პაატა ზაქარეიშვილის ამბობს, რომ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობას საქართველო უფრთხილდება, მაგრამ ხაზგასმით საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეა. არასდროს მოხდება ისე, რომ ეს ყველაფერი კარგად არ ავწონ–დავწონოთ. საზღვარგარეთ ვერანარ უპირატესობას ვერ მოვიპოვებთ, თუ სომხეთთან, აზერბაიჯანთან ან თურქეთთან პრობლემები შეგვექმნება. სწორედ ესაა სახელმწიფოს ამოცანა – ურთიერთობები უნდა იყოს თანაბარი და ეს მთელ მსოფლიოში მუშაობს“, – ამბობს საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგის სერგეი მინასიანის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მოხდება, იქნება ის, რომ საქართველო სომხეთის გამოცდილების გათვალისწინებას შეეცდება.

„ანუ ე.წ. კომპლიმენტარიზმი. ცხადია, რომ ეს საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება ოპოზიციის მხრიდან. ვგულისხმობ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილს მოქმედ ოპოზიციონერ პრეზიდენტთან ერთად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე აშკარად გამოვლინდა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც მან სომხეთში მისცა. ფაქტმა, რომ იგი თეთრი შურით უყურებს სომხეთის საგარეო პოლიტიკას, „ველური“ რეაქცია გამოწვია მისი ოპონენტების მხრიდან და ეს გასაგებიცაა. პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილის გუნდს შეიძლება საგარეო პოლიტიკის შეცვლა კი არა, მისი დაბალანსება უნდა და აქამდე საქართველო კარგი ცხოვრების „წყალობით“ არ მისულა“, – ამბობს პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი.

ექსპერტის აზრით, პრობლემა ისაა, რომ საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველო 2004 წლიდან პრაქტიკულად 2012 წლამდე აწარმოებდა, ჩავარდა. ქვეყანამ კონცეპტუალური პოლიტიკა აირჩია, ანუ გეოპოლიტიკური პლუსის ერთი მხარე მეორეს წინააღმდეგ მიმართა.

„ეს ნაბიჯი ძლიერად პოლიტიზებული იქნება, სააკაშვილი დასავლეთში ექნება საბაბი თუ არა, ყოველთვის ილაპარაკებს, რომ ივანიშვილი რუსებს „მიეყიდა“. სინამდვილეში, ძალიან რთული გასაგებია, რა შედეგები მიიღო საგარეო პოლიტიკაში საქართველომ თავის ყველაზე დიდ მეზობელთან „ჩხუბით“, – ამბობს სერგეი მინასიანი.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში საქართველომ საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროს, მაგრამ ამასთან ერთად სხვა ქვეყენების სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ შეეხოს. რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტა რაღაც „ოკეანისმიღმა“ მესამე ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებისთვის, მინისტრის აზრით, აბსურდია. პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტის მოგვარების ერთ–ერთ ნაბიჯად აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მიიჩნევს.

პოლიტოლოგ სერგეი მინასიანის აზრით, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის ნაწილის თვალში, რომლის ცნობიერებაშიც 2008 წლიდან რუსეთი „მტრის ხატად“ ჩაიბეჭდა, ახალი მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართულებით სწორად არ იქნება აღქმული. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობაში სხვა ფორმატის არჩევა მოუწევს. უნდა აჩვენოს, რომ ის არ ეგუება პრაქტიკულ რეალობას, თუმცა, კონტაქტზე მაინც მიდის, რაც სააკაშვილის მხრიდან საკითხის მძაფრ პოლიტიზირებას გამოიწვევს.

„ქართული მხარე ცდილობს ეს მოუგვარებელი პრობლემა „ბრჭყალებს“ გარეთ გამოიტანოს და აფხაზებთანაც, ოსებთანაც და რუსებთანაც უშუალო კონტაქტები დაამყაროს. რამდენადაც ეს შესაძლებელია, არ მოახდინოს ფორმულირება, რომ ეს სიმბოლიზდებოდეს პრაქტიკულ რეალობასთან შერიგებასთან, მეორე მხრივ კი, დაამყაროს რეალური ურთიერთობები ამ ელემენტის გარეშე“.

არჩევნების შემდეგ რეინტეგრაციის მინისტრმა გააკეთა განცხადება რკინიგზასთან დაკავშირებით, რამაც განსხვავებული რეაქციები გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნებში და კონფლიქტურ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც.

„მე გავაკეთე განცხადება რკინიგზასთან დაკავშირებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის დეიზოლაციის მოხდენა კავკასიაში და ცუდი არ იქნება, თუ აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ სარკინიგზო ხაზი გაიხსნება. თავად აფხაზებმა განაცხადეს, რომ მათ ეს პროექტი არ აინტერესებთ. მე ეს აფხაზებისთვის მინდოდა“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნეგატიური რეაქცია ქონდა აზერბაიჯანს, რომელმაც საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი პროსომხურად მიიჩნია. ექსპერტ სერგეი მინასიანის აზრით, სომხეთის მიმართულებით ნაბიჯები ჯერ არ არის გადადგმული, სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა კი არსებით ზეგავლენას მოახდენს სომხეთის ბლოკადიდან გამოსვლაზე, რომელსაც აზერბაიჯანი ახორციელებს. სომხეთს ახლაც აქვს რუსეთთან ურთიერთობის გარკვეული ფორმატი საბორანო მიმოსვლით, მაგრამ თუ იქნება პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა, ეს ქვეყნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და პოლიტიკურითაც.

„ეს ჯერჯერობით დეკლამირებული ვარაუდებია. სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ კმაყოფილია ურთიერთობის ფორმატით, რომელსაც საქართველო სთავაზობს, მაგრამ ვნახოთ რეალურად რა ნაბიჯები გადაიდგმება თუნდაც იმავე სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ისტერია იყო თურქეთშიც, თუმცა, არა ისეთი სიმძაფრით, როგორც აზერბაიჯანში და ეს გასაგებია. არსებულ ფონზე კი ის, რაც ადრე სომხურ–ქართული საგარეო პოლიტიკური ურთიერთობისთვის ნაწილობრივ პრობლემას წარმოადგენდა, მაგალითად, სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან, პარადოქსულია, მაგრამ ახლა უპირატესობად იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს, სომხეთი შუამავლის როლის შესრულებას შეეცდება“, – განმარტავს სერგეი მინასიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელები ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ
21 წელი საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობიდან
NDI: ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ
სერგეი მინასიანი: 'ხელისუფლება ჯავახეთში ძველ მეთოდებს იყენებს'
ჯანელიძე: ‘ფაშინიანი მზადაა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა გაღრმავდეს’
პაატა ზაქარეიშვილი: 'სამცხე-ჯავახეთში ინტეგრაციის პრობლემები კიდევ არსებობს'
ცალმხრივად მოგვარებული პრობლემა